სტატია
  1. RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
  2. ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
  3. "უკრაინელი სამხედროები ასევე მონაწილეობენ კონსულტაციებში იმის თაობაზე, თუ როგორ იფუნქციონირებს შემდგომში ჰორმუზის სრუტე"
  4. "მე ვთანხმდები ირანის დაბომბვისა და თავდასხმის შეჩერებას ორი კვირის ვადით. ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა!"
  5. ირანმა ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა - დოკუმენტს ბრიტანული BBC ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს
  6. მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
  7. "ჩვენ წარმოვჩინდებით, როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი. საქართველო თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს..."
  8. "Artemis II-ის ეკიპაჟის მიერ გადაღებული ეს ახალი ფოტო გვიჩვენებს მთვარის ხილული და უხილავი მხარეების კომბინირებულ ხედს"
პოეტ ზვიად რატიანის სიტყვა სასამართლოზე - "ერთმა კაცმა და მისმა მომსახურე პერსონალმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი"
კულტურა

პოეტ ზვიად რატიანის სიტყვა სასამართლოზე - "ერთმა კაცმა და მისმა მომსახურე პერსონალმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი"

"ერთმა კაცმა და მისმა მომსახურე პერსონალმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი.

სილა იყო სიმბოლური და უნდა იყოს დასჯადი. პასუხისმგებლობას ველოდი.

თვითდასაქმებული ვარ-მეთქი, მითქვამს აქ და თვითდაპატიმრებული ხომ ვარ, ყველამ იცის.

ეს რომ ყოფილიყო გულის მოფხანა, შემეძლო სხვა ადგილი მომეძებნა, სადაც მეგონებოდა, რომ კამერები არ იყო. არც ახლა მეფხანება ენა და არც მაშინ მეფხანებოდა გული. რაც შეეხება სიძულვილს, სიძულვილი ადამიანური რაღაცაა. ვიცი პოლიციელები ჩემი თავგადასავლებიდან, რომლებიც მცემდნენ, მაყენებდნენ შეურაცხყოფას, ამ ადამიანებს ვხედავ ხოლმე და მათ შევარჩევდი, თუ სიძულვილი მამოძრავებდა. არ მაწყობდა რიგითი პოლიციელი. ასე დაფორმატდა ჩემი ემოციები. ალბათ ხარებას ვამჯობინებდი, მაგრამ იმ დროისთვის ჩრდილში ჰყავდათ გადაბმული.

2 თვით, ან თვე-ნახევრით ადრე ჩემს ნიშნულამდე, მთხოვეს “ბათუმელებმა” მზიაზე დაწერა. ვიგრძენი ძალიან დიდი სირცხვილი, რომ აი, დავწერე და ახლა რუსთაველზე გავალ და დიდი ალბათობით, კიდევ ერთ ჯარიმას ავირტყამ.

მზია ამაღლობელი, ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული და ღირსებული ადამიანი, რომელიც ბევრმა არ იცოდა აქამდე, დაამცირეს, შეურაცხყვეს, და როცა სილა გააწნა, იმ დღიდან ვუყურებთ მის რიტუალურ მკვლელობას თქვენი სამსახურების მიერ.

შემდეგ ნინო დათაშვილი, ჩემი კოლეგა, ამ შენობაში, ამ ბიჭების კოლეგებმა ათრიეს და როცა მან სილა გააწნა, დააპატიმრეს და შემდეგ რაც მოხდა, ისიც ვიცით.

ყოველ საღამოს ვნახულობდი პატიმრების მშობლებს, ერთს ვერ ნახავთ, რომ მივსალმებოდი. მრცხვენოდა.

მზია ამაღლობელმა და ნინო დათაშვილმა პოლიტიკური კონტექსტი შესძინეს სილას. რა უნდა მექნა, დამეწერა? რა დამეწერა, ამ ჩემს მეგობრებს არ სჭირდებათ, ამის გასაგებად წაკითხვა.

სიძულვილი კი არა, სიყვარული იყო მიზეზი.

სინდისი მაწუხებდა, როცა მეძინა სახლში, ვმუშაობდი არაფრის მომცემ ტექსტებზე, ვიყავი საყვარელ ადამიანთან, ვმეგობრობდი შვილებთან.

თქვენმა თანამშრომლებმა მსხვერპლად მიუყვანეს ახალგაზრდა ადამიანები უფროსს. ამას ვუყურებდი და ეს მაწუხებდა. რა მეტყობა მე პირადზე მზრუნველის?!

არ ვამაყობ და არც სინდისი მაწუხებს სილის გამო.

ლოყის ალმურზე და ღაწვის სიწითლეზე რომ ამახვილებთ ყურადღებას, დარწმუნებული ვარ, იმ დგებუაძეებს ეს არ სიამოვნებთ. თქვენ დაიწყეთ ეს შაირი და თქვენ ამტეხეთ.

დავუშვათ ეტკინა. პოლიციელად უფრო მედეგ ადამიანებს ვისურვებდი. მრცხვენია, რომ ქართულმა პოლიციამ, ივანიშვილმა და ამ ხროვამ, ახალი აქილევსის ქუსლი შემოიტანა — პოლიციელის ლოყა" - პოეტ ზვიად რატიანის სიტყვა სასამართლოზე.  მას დღეს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს პოლიციელზე თავდასხმის (სილის გაწვნის) ბრალდების გამო.