სტატია
  1. თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
  2. ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან - თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
  3. "იცით, მე დავრეკე თუ სხვამ დარეკა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, მთავარი შედეგი ისაა, რომ მან (ილონ მასკმა) ყველაფერი აღადგინა“
  4. „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  5. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
  6. Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
  7. თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
  8. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 250 სამხედრო და 1 750 დრონი დაკარგა
„ჩვენ ეს ნივთიერება დავტესტეთ 2009 წელს, ან 2009 წლამდე... მაშინვე თქვეს, რომ არ გამოვიყენოთ" - შერგელაშვილი
საზოგადოება

„ჩვენ ეს ნივთიერება დავტესტეთ 2009 წელს, ან 2009 წლამდე... მაშინვე თქვეს, რომ არ გამოვიყენოთ" - შერგელაშვილი

„ჩვენ ეს ნივთიერება დავტესტეთ 2009 წელს, ან 2009 წლამდე. ეს მოხდა იალღუჯაზე. ჩვენ ყოველთვის ვტესტავდით ნებისმიერ საშუალებას იმისათვის, რომ გაგვეგო, მისი რეაქცია როგორი იქნებოდა. ტესტირების დროს იქ იყო უამრავი ადამიანი, მარტო მე არ ვყოფილვარ. შემცველობა ამ შენაერთების ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა. მე ვიცოდი, იმიტომ რომ პასუხისმგებელი ვიყავი, ვინაიდან ჩემს აღრიცხვაზე იყო. იცოდა ჩემმა ხელმძღვანელობამ, რომელიც ზემოდან აკვირდებოდა ამ პროცესებს და მათ შორის კიდევ მაღალი თანამდებობის პირები.

ამ პროცესში, როდესაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე მანამდე მიღებული რომელიმე წიწაკის გაზი, რომელიც მანამდე არაერთხელ დავტესტეთ, მოვახსენეთ, რომ ასეთი პროცესები იყო. ადამიანს ხანგრძლივად უვითარდება მოწამვლის პროცესები, შემდეგ ემართება ღებინებები და ა.შ. ჩვენ ტესტირების მომენტში შევთავაზეთ, რომ არ იქნებოდა ამის გამოყენება სასურველი. და სხვათა შორის, მაშინვე თქვეს, რომ თუ ეს ასეთი თემა იყო, არ გამოვიყენოთ. აქედან გამომდინარე მოხდა ამის დალუქვა“ - გდდ-ის შეიარაღების განყოფილების ყოფილი უფროსი, ლაშა შერგელაშვილი „ფორმულასთან“ ინტერვიუში.