სტატია
  1. ყაზახეთის პრეზიდენტმა კაცების ჩახუტება გააკრიტიკა და მათ მოუწოდა, მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლონ
  2. რუსი სამხედროები მობილიზაციისთვის მზადების წვრთნებს ატარებენ
  3. უკრაინა-რუსეთის ომი წლები გაგრძელდება, პუტინი ფსონს ჩამოდის, რომ რუსეთი უკრაინაზე დიდხანს გაძლებს
  4. თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
  5. ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
  6. საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება - თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
  7. მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  8. თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა - მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს
ბიზნესი

საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა - მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მოწყობა-განვითარება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. 4-მილიონიანი პროექტის ფარგლებში მდინარე წაბლარისწყლის ერთ-ერთ შენაკადში დათევზიანების მორიგი ეტაპი განხორციელდა. სსიპ „ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსთან“ ერთად, მდინარეში წითელწინწკლებიანი კალმახის თვალის სტადიაზე არსებული 30 000-მდე ქვირითი ჩაეშვა. დათევზიანება „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ისტორიული პროექტის მნიშვნელოვანი შემადგენელია და ბუნებრივი ეკოსისტემის გაძლიერებასა და ადგილზე თევზის პოპულაციის აღდგენას ისახავს მიზნად.

თენგიზ ცერცვაძე, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი: „მდინარისა და ტყეების ბიომრავალფეროვნების დაცვა და ბუნებრივი რესურსების აღდგენა ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. უწყვეტად ვაგრძელებთ სამუშაოებს და ამჯერად დათევზიანების მეორე ეტაპი დავასრულეთ. მდინარე წაბლარასწყალში კალმახის ქვირითის ჩაშვება გრძელვადიანი, გააზრებული პროცესის ნაწილია და მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენი საბოლოო მიზანია, შევინარჩუნოთ ბიომრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ადგილობრივი ბუნებრივი რესურსები და პარალელურად, ხელი შევუწყოთ საირმის, როგორც ეკოტურისტული კურორტის, განვითარებას“.

დათევზიანება „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე ერთსა და იმავე ლოკაციაზე მეორედ ჩატარდა, რაც აპრობირებული და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ეფექტიანი მეთოდია. ასეთი პრაქტიკა ზრდის კალმახის გადარჩენის მაჩვენებელს, უზრუნველყოფს მათ უკეთეს ადაპტაციას გარემოსთან და მდინარეში სტაბილური პოპულაციის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ამასთან ერთად, განმეორებითი დათევზიანება კონკრეტულ მონაკვეთზე საშუალებას იძლევა, პროცესის შედეგები გრძელვადიან პერსპექტივაში შეფასდეს და ეკოსისტემის აღდგენა მდგრადი მიდგომით წარიმართოს.

მდინარეში ქვირითის ჩაშვება იმერეთის რეგიონში მიმდინარე ისტორიული პროექტის მხოლოდ ნაწილია. „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ განვითარებასა და კეთილმოწყობაზე სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ. პრიორიტეტი საირმეში კავკასიური კეთილშობილი ირმისა და სხვა იშვიათი სახეობების დაბრუნება-გამრავლებაა. ამ მიზნის მისაღწევად, უპირველესად, უსაფრთხო გარემოს შექმნაა საჭირო. ადგილზე შესაბამისი ღონისძიებები ერთი წლის წინათ დაიწყო. ამჟამად 13 000 ჰექტარი ტერიტორია 24/7-ზე თერმული კამერით აღჭურვილი დრონებით კონტროლდება. ტყეს საგანგებოდ გადამზადებული 12 რეინჯერი იცავს. მათ განკარგულებაშია მაღალი გამავლობის 4 ავტომობილი, 2 თოვლმავალი, 3 „ბაგი“, 2 კვადროციკლი, 2 ცხენი და სხვადასხვა ტიპის სპეცტექნიკა.

სხვადასხვა ზონაში დამონტაჟებულია 40 ფოტოხაფანგი. ყოველდღიურად ნაწილდება საკვები გარეული ცხოველებისთვის, მოწყობილია სპეციალური სამარილეებიც.

ასევე ტერიტორიაზე უკვე შეიქმნა მოსასვენებელი და საპიკნიკე სივრცეები. ჩაიდგა საეგერო ხის ქოხები, მონიშნული ადგილები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა, მათ შორის ცეცხლსაქრობებით, ხანძრის პრევენციისთვის.

საბოლოოდ, ერთწლიანი სამუშაოების ფარგლებში 900 000 ლარია დახარჯული. 5-წლიანი პროექტის ჯამური ინვესტიცია კი 4 მილიონი ლარია.

უახლოეს გეგმებშია ფერმამდე მისასვლელი და, აგრეთვე, შიდა გზების კეთილმოწყობა. ასევე შეიქმნება საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკები. განისაზღვრება რუკები ლაშქრობისათვის. მოგზაურთა უსაფრთხო და საინტერესო გადაადგილებისათვის კი სპეციალური მანიშნებლები განთავსდება.

მიმდინარე პროცესებისა და ეკოინოვაციური პროექტის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდება. მნიშვნელოვანია, რომ ტყით სარგებლობის საშუალება მათ არ ეზღუდებათ და ისინი ტერიტორიაზე კანონით დაშვებული ნებისმიერი საქმიანობის შესრულებას შეძლებენ. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში, რამდენიმე ადგილობრივი უკვე დასაქმებულია, ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად კი დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება.