სტატია
  1. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  2. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  3. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  4. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  5. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  6. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  7. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  8. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
300$-თ დაწყებული ბიზნესი, შუშის ინდუსტრია, რომლის წარმატებას ბაზრის უმსხილესი მოთამაშეები ადასტურებენ
ბიზნესი

300$-თ დაწყებული ბიზნესი, შუშის ინდუსტრია, რომლის წარმატებას ბაზრის უმსხილესი მოთამაშეები ადასტურებენ

გიგა პაპუაშვილი-კომპანია გლასლაინის გენერალური დირექტორი

 

1. რა იყო თქვენი ხედვა კომპანიის დაარსების დაწყების დროს და როგორ განვითარდა ეს ხედვა წლების განმავლობაში?

ჩვენი სურვილი იყო დაგეფუძნებინა ალუმინის და მეტალო-პლასტმასის მწარმოებელი კომპანია,  რომელიც იქნებოდა ხარისხის გარანტი და ერთხელ და სამუდამოდ უპასუხებდა ყველა კითხვას, რაც მომხმარებელს აწუხებდა ალუმინის, თუ მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის არჩევისას

2. რომელ გადაწყვეტილებას მიიჩნევთ ყველაზე გარდამტეხად კომპანიის წარმატებისთვის?

თავდაპირველად დავიწყეთ ალუმინის კარ-ფანჯრების წარმოები, შემდეგ დავიმატეთ მეტალო-პლასტმასის წარმოება და ბოლოს,  უდიდესი მოთხოვნიდან გამომდინარე, ავაშენეთ შუშის საწარმო, რომელიც აწარმოე საქართველოს ფარგლებში და მათი დიდი მხარდაჭერით განხორციელდა. ასევე დიდი და გარდამტეხი ეტაპი იყი, როდესაც დავიწყეთ სამშენებლო კომპანია ანაგთან თანამშრომლება. დღემდე ანაგი არის გლასლაინის უმსხვილესი დამკვეთი.

3. თქვენი აზრით, რა განგსხვავებთ კონკურენტებისგან და როგორ ახერხებთ ბაზარზე ლიდერობის შენარჩუნებას?

კონკურენცი ბაზარზე დიდია; ვფიქრობ კონკურენტებისგან გამოგვარჩევს მაღალი სანდოობა კომპანიის მიმართ; პროდუქციის უმაღლესი ხარისხი და უსწრაფეს დროში დიდი შეკვეთების ხარისხიანად დაძლევის შესაძლებლობა

4. რა არის თქვენი, როგორც ლიდერის, პირადი "წარმატების ფორმულა"? როგორ აყალიბებთ გამარჯვებულ გუნდს?

დაუღალავი შრომა და რწმენა რომ აუცილებლად ყველაფერი გამოვა.

2021 წელს როცა პირველად წავედით სტამბულში საქმისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი შეადგენდა 300$. სწორედ ამ 300$ დავიწყეთ საქმიანობა; თავდაპირველად გადავწყვიტეთ დაგვეწყო ალუმინის კარ-ფანჯრების შეკვეთა დავიმატეთ კრედიტი; ავიღეთ ქარხანა; შევუკვეთეთ პროდუქცია და ნელ-ნელა დავიწყეთ ჩვენი საქმიანობა. იმის გამო რომ ბიუჯეტი დიდი არ გვქონდა საკმაო დრო გავიდა. ამასობაში, 2022 წელი მოვიდა რომელიც იღბლიანი აღმოჩნდა გლასლაინისთვის. თავდაუღალავმა შრომამა; პროფესიონალი კადრების მუშაობამ; უცხოელი სპეციალისტების მუდმივმა მონიტორინგმა საბოლოოდ დიდი და კარგი შედეგი გამოიღო

ამავე წლის ბოლოს ჩვენ უკვე გვყავდა ბაზარზე ერთ ერთი უმსხვილესი დამკვეთი ანაგი და სწორედ აქედან იწყება გლასლაინის წარმატების ფორმულა

5. რისი გჯერათ ყველაზე მეტად ბიზნესში და როგორ გამოიხატება ეს თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში?

რწმენა, დაუღალავი შრომა, სამუშაო დისციპლინა, სამსახურში მეგობრული ატმოსფერო და აუცილებლად შრომის სათანადო დაფასება- 

ეს არის ღირებულებები, რაზეც დგას გლასლაინი