სტატია
  1. The Independent-ის ცნობით, რუბიო თანამდებობის დატოვებას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვისა და ტრამპის პოლიტიკისგან დისტანცირების მიზნით გეგმავს
  2. XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  3. თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
  4. კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
  5. „საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  6. გადაიხადე ხელის გულით - მომავლის გამოცდილება თიბისისგან
  7. დრონები გაშვებულია რუსეთის არაერთი ოლქის, მათ შორის ბელგოროდის, ვორონეჟის, ლიპეცკის, ორლოვისა და კურსკის მიმართულებით
  8. თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში '“თბილისობა'' გაიმართება
"ქიმიური იარაღის დანაშაულის გასკდომის ფონზე, მას სასიცოცხლოდ სჭირდებოდა საერთაშორისო არენაზე პოზიტიურ ჭრილში გამოჩენა"
პოლიტიკა

"ქიმიური იარაღის დანაშაულის გასკდომის ფონზე, მას სასიცოცხლოდ სჭირდებოდა საერთაშორისო არენაზე პოზიტიურ ჭრილში გამოჩენა"

"რას ნიშნავს ბოჭორიშვილის მხრიდან უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიის სადამფუძნებლო კონვენციაზე ხელმოწერა, მას შემდეგ, რაც სულ რამდენიმე თვის წინ, სრულიად სამარცხვინოდ, რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა სტრასბურგში ევროპის საბჭოს ეგიდით შექმნილ სპეციალურ ტრიბუნალს რუსეთის ომის დანაშაულებზე უკრაინის წინააღმდეგ, რომლის დასაფუძნებლად პრეზიდენტი ზელენსკი სტრასბურგში PACE-ზე ჩამოვიდა: ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს - ბიძინა ვაჭრობს.

ქიმიური იარაღის დანაშაულის გასკდომის ფონზე, მას სასიცოცხლოდ სჭირდებოდა საერთაშორისო არენაზე პოზიტიურ ჭრილში გამოჩენა. უკრაინის საერთაშორისო სამართლებრივი ფორმით მხარდაჭერა ამის საუკეთესო შესაძლებლობა იყო.

უბრალოდ არ უნდა დაგვავიწყდეს, ზუსტად როგორც პუტინი, რომელიც დღისით “მოლაპარაკებებს აწარმოებს” და ღამით სამოქალაქო პუნქტებს ბომბავს, ივანიშვილიც გააგრძელებს ჩვენს დაწამვლას და დაჭერას, სანამ არ მიხვდება, რომ დასავლეთი მასთან არანაირ “გარიგებას” არ აპირებს. მაგრამ დღევანდელი ნაბიჯი მორიგი დასტურია იმის, რომ ის სწორედ დასავლეთთან ვაჭრობს" -  ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.