სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
  2. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
  3. „თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  4. თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
  5. თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
  6. თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“
  7. თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
  8. სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
„აშშ-ის მშვიდობის გეგმის განსახილველად ტრამპის მრჩევლები პარიზში პუტინის წარმომადგენელ კირილ დმიტრევს შეხვდნენ“ - Axios
პოლიტიკა

„აშშ-ის მშვიდობის გეგმის განსახილველად ტრამპის მრჩევლები პარიზში პუტინის წარმომადგენელ კირილ დმიტრევს შეხვდნენ“ - Axios

 „აშშ-ის მშვიდობის გეგმის განსახილველად ტრამპის მრჩევლები პარიზში პუტინის წარმომადგენელ კირილ დმიტრევს შეხვდნენ“ - ამის შესახებ გამოცემა Axios ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომლის მიხედვითაც სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ოთხშაბათს, 7 იანვარს, პარიზში შეხვდნენ რუსეთის ელჩს კირილ დმიტრიევს, რათა განეხილათ აშშ-ის გეგმა უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად.

გამოცემის ვერსიით, პრეზიდენტ ტრამპის გეგმის თითქმის ყველა ასპექტზე უკრაინასთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ, თეთრ სახლს სურს, რომ პუტინისგან მკაფიო პასუხი მიიღოს მის წინადადებასთან დაკავშირებით.

ამავე დროს, საყურადღებოა ის, რომ პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც უიტკოფმა და კუშნერმა ორდღიანი მოლაპარაკებები გამართეს უკრაინელ და ევროპელ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან.