სტატია
  1. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  2. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  3. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  4. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  5. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  6. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  7. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  8. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
"რას ვყიდით ირანში და რას ვყიდულობთ ირანისგან?" - გიორგი კაპანაძე
პოლიტიკა

"რას ვყიდით ირანში და რას ვყიდულობთ ირანისგან?" - გიორგი კაპანაძე

„ტრამპი, ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ირანთან ვაჭრობს, სპეციალურ საბაჟო ტარიფს უწესებს (25%)... ამ ფონზე, საინტერესოა, რას ვყიდით ირანში და რას ვყიდულობთ ირანისგან?

ეს არის 2025 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემები, რომლის თანახმადაც ირანთან სავაჭრო ბრუნვა, ამ დროის განმავლობაში (11 თვეში) თითქმის 263 მილიონი დოლარი იყო.

კერძოდ,

ირანში გავყიდეთ ჯამში 33 მილიონ დოლარამდე ღირებულების პროდუქცია (ექსპორტი), მათ შორის:

მსუბუქი ავტომობილები - 2.4 მლნ აშშ დოლარი;

ხე-ტყის მასალა -7.6 მლნ აშშ დოლარი;

სიმინდი - 4.5 მლნ აშშ დოლარი;

მანგანუმის ოქსიდი - 4.913 მლნ აშშ დოლარი;

ხორბალი - 2.05 მლნ აშშ დოლარი...

ირანისგან ვიყიდეთ ჯამში 230 მილიონ დოლარამდე ღირებულების პროდუქცია (იმპორტი), მათ შორის:

პოლიმერები - 18.1 მლნ აშშ დოლარი;

მოსაპირკეთებელი ფილები - 23.9 მლნ აშშ დოლარი;

ფოლადის კუთხოვანები, სპეციალური პროფილები - 13.315 მლნ აშშ დოლარი;

რძე, ნაღები, შესქელებული (ან შაქრის დამატებით) - 14.9 მლნ აშშ დოლარი...

თუმცა, დემოკრატიული ცვლილებების შემთხვევაში, ირანთან შესაძლებელია როგორც ექსპორტ-იმპორტის გაზრდა, ისე ტურისტური ინდუსტრიის განვითარება, რაც საქართველოს ბევრად მეტ ეკონომიკურ სიკეთეს მოუტანს.“ - წერს ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი, იურისტი გიორგი კაპანაძე, სოციალურ ქსელში.