სტატია
  1. მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  2. თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
  3. პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
  4. The Independent-ის ცნობით, რუბიო თანამდებობის დატოვებას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვისა და ტრამპის პოლიტიკისგან დისტანცირების მიზნით გეგმავს
  5. XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  6. თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
  7. კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
  8. „საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
"ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მედიის აქტიურობა ამ საქმეზე და საერთაშორისო ინტერესის გაზრდა მის მხარდასაჭერად"
სოც. მედია

"ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მედიის აქტიურობა ამ საქმეზე და საერთაშორისო ინტერესის გაზრდა მის მხარდასაჭერად"

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავა.

"ვიცი, რომ ბევრს გაინტერესებთ თამარ მეარაყიშვილის ამბავი.

თამართან დღეს იყო შესული ადვოკატი. ადვოკატის თქმით, თამარი ნორმალურად არის, მაგრამ უარს ამბობს საკვების მიღებაზე პროტესტის ნიშნად. იმედი მაქვს, რომ ამაზე თამარი უარს იტყვის შემდეგ დღეებში.

ხვალ იქნება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლო სხდომა და ამ დროს ადვოკატი მოიპოვებს წვდომას მასალებზე და იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი გვეცოდინება მის საქმეზე.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თამარი გათავისუფლდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მედიის აქტიურობა ამ საქმეზე და საერთაშორისო ინტერესის გაზრდა მის მხარდასაჭერად" - წერს უფლებადამცველი თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში.