2 3 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“განდონებო, რასაც 20 წლის სააკაშვილს აბრალებთ, იმაში მონაწილეობა მივიღეთ მე, გიამ და გუდავებმა – ამათ შორის კი ცოცხალი მარტო მე ვარ!”

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ბაყაყის ტვინი რო გაქვს და პლინტუსს ქვემოთ მორალი, ალბათ, ვის გამოყენებასაც ცდილობ, ისიც შენნაირი გგონია, მაგრამ საბედნიეროდ, ყოველთვის ასე არ არის წინასაარჩევნოდ გადამწყვეტ ფაზაში შესულო ერთი ძირითადი წყაროდან და სხვადასხვა ქვეწყაროებიდან დაფინანსებულო გახარიას კლასტერის გაავებულო წარმომადგენლებო!

რომ გგონია აღარაფერი გაგაკვირვებს ამ ბინძურ ბრძოლაში და უცბად რომ აღმოაჩენ რომ სხვა აბსურდებთან ერთად მიხეილ სააკაშვილს პრაღის 24–ე რეზოლუცია ბრალდება! 1990 წლის ივლისში მიღებული პრაღის რეზოლუცია, რომლისთვისაც აქამდე მე და გიას გვლანძღავდნენ! 

ამ ეტაპზე არ ვაპირებ ამ რეზოლუციის შესახებ საუბარს, რომელზეც ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და ბევრი რამ საკამათოა. დღეს ამის დრო არ არის და არცაა ამ არჩევნების წინ მთავარი. როცა მოისურვებთ, არჩევნების შემდეგ, მაშინ ვილაპარაკოთ და ვიკამათოთ ამ თემაზე.

დღეს მთავარი ისაა რომ ეს 24–ე პრაღის რეზოლუცია, რომელზეც აქამდე მე და გია ჭანტურიას გვლანძღავდნენ, თურმე სააკაშვილის ბრალი ყოფილა და თან ამ აბსურდს ისე ავრცელებენ, რომ არც მე და არც გიას არ ახსენებენ.

რისი იმედი გქონდათ თქვე მართლა ბაყაყისტვინა უზნეო ყველაფრისმკადრებელო განდონებო: რაკი გია და მე არ მახსენეთ, ამას გაგიტარებდით და იმის საშუალებას მოგცემდით რომ 7 პიჯაკის მხარდამხარ 20 წლის სააკაშვილისთვის ეს დაგებრალებინათ და ზვიად გამსახურდიას მომხრეთა რისხვა მიგემართათ ამ საარჩევნოდ მის წინააღმდეგ? თუ ვინმე ისეთი ჩლუნგია და თვლის რომ ამ წუთას ამაზე ლაპარაკის დროა, მე მომმართოს! რა შუაშია მიხეილ სააკაშვილი ამ ამბავთან რეგვენებო!

Mikheil Saakashvili

მიშა, მოემზადე, ამათ ისეთი რაზგონი აქვთ აღებული, მგონი შევარდნაძესთან ხალხის დაჩოქებასაც შენ დაგაბრალებენ! მერე რა რომ არ დაგიჩოქებია, არც მე დამიჩოქებია მაგრამ ამდენი წელი უდეს თავში ტყუილი და დღეს ვისაც არ ეზარება და როცა დაჭირდება, ამას იმეორებს…

ყველა, აბსოლუტურად ყველა, ვინც დღეს ნაცვლად ივანიშვილისა და “ოცნებისა” მიშას წინააღმდეგ ირაზმება, თესავს უიმედობას, ნიჰილიზმს და ავრცელებს სიბინძურეებს, – ყველა გაყიდულია ან უბრალოდ რეგვენი! თავად აირჩიეთ, ვის რა გირჩევნიათ, მთავარი ისაა რომ რეგვენები ხართ თუ გაყიდულები, ვინც დღეს ამას აკეთებთ, ივანიშვილთან ერთად ხართ პასუხისმგებელი ყველა სახლში დარჩენილ ამომრჩეველზე და აუცილებლად აგებთ პასუხს! ეს ეხება ამ ბინძური კამპანიის არა მხოლოდ მთავარ, არამედ ქვედამფინანსებლებსაც!

დღეს გვაქვს შანსი, დავასრულოთ ეს ხელისუფლება და როგორი მცირეც არ უნდა იყოს ეს შანსი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამის მისაღწევად!

P.S. ზვიად გამსახურდიას დამცველ “ოცნებისტებს”, იგივე ქოც ზვიადისტებს და აქტივისტებს გირჩევთ, არ გამომეხმაუროთ – თქვენი ფენომენი აშკარად კვლევის საგანი გახდება მეცნიერებისთვის არც თუ ისე შორეულ მომავალში…

პატივისცემით 5 რომ უნდა შემოხაზოს, ის ამომრჩეველი.

(სასურველია რომ ეს პოსტი მაქსიმალურად გავრცელდეს, რადგან იმის მონაწილე, რასაც სააკაშვილს აბრალებენ, სინამდვილეში ვართ გია, ძმები გუდავები და მე, ამათ შორის კი ცოცხალი მარტო მე ვარ დარჩენილი და როგორც ჩანს, ჩემი დუმილის იმედი ჰქონდათ)”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები