სტატია
  1. ყაზახეთის პრეზიდენტმა კაცების ჩახუტება გააკრიტიკა და მათ მოუწოდა, მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლონ
  2. რუსი სამხედროები მობილიზაციისთვის მზადების წვრთნებს ატარებენ
  3. უკრაინა-რუსეთის ომი წლები გაგრძელდება, პუტინი ფსონს ჩამოდის, რომ რუსეთი უკრაინაზე დიდხანს გაძლებს
  4. თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
  5. ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
  6. საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება - თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
  7. მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  8. თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
როგორ მოუსპეს სიცოცხლე შაკო ნათენაძეს - პროკურატურამ ბრალდებულს ბრალი დაუმძიმა
სამართალი

როგორ მოუსპეს სიცოცხლე შაკო ნათენაძეს - პროკურატურამ ბრალდებულს ბრალი დაუმძიმა

პროკურატურამ, "იმედის" თანამშრომლის, შაკო ნათენაძის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულს, ბრალდება დაუმძიმა განცხადება გაავრცელა:

„საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულს, დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ, ბრალდება დაუმძიმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 მაისს, ღამის საათებში, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ფიზიკური დაპირისპირების დროს, ბრალდებულის მიერ მიყენებული დარტყმის შედეგად დაზარალებული დავარდა და ბორდიურს დაარტყა თავი. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად, 10 მაისს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 მაისს დააკავეს. თავდაპირველად დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ დაკავებულს წარდგენილი ბრალდება დაუმძიმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.