სტატია
  1. „შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  2. თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
  3. უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
  4. თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
  5. Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
  6. პოლონეთი უკრაინას კიდევ ორ MiG-29-სა და საბრძოლო მასალას გადასცემს
  7. თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
  8. “საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია
პაპუაშვილი: გაცხადდა, რომ ამ დაჯგუფების მიზანი არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლა
მსოფლიო

პაპუაშვილი: გაცხადდა, რომ ამ დაჯგუფების მიზანი არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლა

„დღეს ვნახეთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ერთ-ერთ ბრიტანელ მინისტრს ხელს ართმევს. ხელი რომ ჩამოართვა ბრიტანელმა მინისტრმა, იმ ადამიანის ჯგუფი დღეს ემზადება ადგილობრივი არჩევნების ჩაშლისთვის.

ჩვენ გვიწერია ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მეოთხე პუნქტში, რომ მხარეებმა უნდა იმუშაონ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტურობა და სტაბილურობა უზრუნველყოფილი იყოს.

როდესაც ხელს ართმევ ადამიანს, რომელსაც აქვს ექსტრემისტული დღის წესრიგი, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ აღიარებს არჩევნებს, არ აღიარებს კანონებს და მომავალი არჩევნების ჩაშლაზე მუშაობს, ხელს ართმევ ასეთ ადამიანს, შესაბამისად, ამით ახალისებ მათ ექსტრემისტულ დღის წესრიგს.

ახლა უკვე ოფიციალურად გაცხადდა, რომ ამ დაჯგუფების მიზანი არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლა, მის ლეგიტიმაციაზე თავდასხმით, ფიზიკურად თავდასხმით, თუ არ ვიცი როგორ აპირებენ ჩაშლა.

ყველა, ვინც თანამშრომლობს ამ დაჯგუფებასთან, ვინც მას ფულს აძლევს, ვინც ხელს ართმევს და გარკვეულ სალონურ ურთიერთობაში შედის მასთან, აქეზებს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმას და თანამონაწილეა ექსტრემისტული დღის წესრიგის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, სალომე ზურაბიშვილსა და ბრიტანელ მინისტრს შორის გამართული შეხვედრის შეფასებისას.