სტატია
  1. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  2. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  3. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  4. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  5. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  6. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  7. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  8. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველის სარჩელის განხილვა იწყება
სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველის სარჩელის განხილვა იწყება

2025 წლის 15 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1802).

„განსახილველ საქმეზე გასაჩივრებული ნორმების თანახმად, 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ იმ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით, რომელთა ჩამონათვალი დგინდება მინისტრის ბრძანებით.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა გაუპატიურების მსხვერპლ ქალებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ აღნიშნული ფაქტი დასტურდება სასამართლოს მიერ საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით. პრაქტიკაში, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა და საერთო სასამართლოებში განხილვის ვადები, როგორც წესი, აღემატება ორსულობის მთლიან პერიოდსაც კი, რაც ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის გაუპატიურების მსხვერპლი ქალების მიერ, საგამონაკლისო წესის მიხედვით, დადგენილ ვადაში ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ პირის უფლება, თავად მიიღოს საკუთარ ჯანმრთელობასთან, მათ შორის, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან, სხეულთან, ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებასთან ან/და შვილის ყოლის დროსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით (საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) და მე-15 მუხლის პირველი პუნქტით (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება). მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმები ზღუდავს სქესობრივი ძალადობის შედეგად დაორსულებული ქალის მიერ აბორტის გაკეთების შესაძლებლობას, რის გამოც, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ზემოაღნიშნულ ნორმებს.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 139-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 140-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“, - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.