სტატია
  1. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  2. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  3. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  4. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  5. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  6. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  7. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  8. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
საქართველოსა და ირლანდიის დიდი დაპირისპირების მოლოდინში - ბორჯღალოსნები ზაფხულის ტურნეს საშინაო კედლებში იწყებენ
ბიზნესი

საქართველოსა და ირლანდიის დიდი დაპირისპირების მოლოდინში - ბორჯღალოსნები ზაფხულის ტურნეს საშინაო კედლებში იწყებენ

სარაგბო ზაფხული იწყება!
ტესტ-მატჩების სერიას, ბორჯღალოსნები 5 ივლისს, ირლანდიასთან უმნიშვნელოვანესი საშინაო დაპირისპირებით გახსნიან.

ეს შეხვედრა ისტორიული იმ თვალსაზრისითაცაა, რომ საშინაო კედლებში „სამყურებს“ პირველად ვმასპინძლობთ - რაგბის მსოფლიო რეიტინგის მესამეადგილოსან, უძლიერეს გუნდს.

ურთიერთშეხვედრების ისტორიაში, ქართველებს არასდროს დაუმარცხებიათ მრისხანე მეტოქე და ახლა, ნამდვილად იდეალური შანსი და შესაძლებლობაა, როგორც მინიმუმ, სტატისტიკა გავიუმჯობესოთ. მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა ირლანდიელებს მთელი რიგი წამყვანი მოთამაშეები არ ეყოლებათ, რადგან ისინი ავსტრალიური ტურნესთვის ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების რიგებში არიან გამოძახებულნი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები კი, უკვე სამი კვირაა შევარდენის ბაზაზე ემზადება. რიჩარდ ქოქრილმა ზაფხულის ტესტებისთვის სულ 37 მორაგბე გამოიძახა. მიუხედავად ტრავმირებულთა არც თუ მცირე რაოდენობისა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფიქრობს, რომ ამ ზაფხულს საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი გვეყოლება.

საქართველოსა და ირლანდიის ნაკრები გუნდების დაპირისპირება 5 ივლისს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება. მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენის შანსი კვლავ გაქვთ ბმულზე - https://tkt.ge/event/481468/ragbi-saqartvelo-irlandia.

აქვე გეტყვით, რომ შეგიძლიათ დაიბრუნოთ 30%, მაქსიმუმ 30 ლარი ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ნებისმიერი კატეგორიის ბილეთზე.

ასევე, აუცილებლად ეწვიეთ ფან-ზონას, სადაც თიბისი თავისი სივრცით იქნება წარმოდგენილი და მატჩამდე და მატჩის შემდეგ, ნამდვილ სარაგბო განწყობას შეგიქმნით.

#ერთადგავიმარჯვებთ