სტატია
  1. Awork- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
  2. თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
  3. "შეიძლება საქმე გვქონდეს კარტელურ გარიგებებთან"
  4. "განვიხილეთ კონკრეტული ნაბიჯები, როგორ უნდა დასრულდეს ომი"
  5. "ეს ევროპელი ლიდერები დიდებული ხალხია, მათ ძალიან ბევრი ფული დახარჯეს უკრაინის დასახმარებლად"
  6. 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
  7. "არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ამ ჩვენებას არ გაითვალისწინებდა საერთოდ, განა მარტო სასამართლო, ბრალდების მხარეც"
  8. "არავის მივცემ ნებას, არიოს სიტუაცია რესპუბლიკაში ამ რთულ დროს" - მარიონეტული რეჟიმი მეარაყიშვილის დაკავებაზე
ტენე - „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება
ბიზნესი

ტენე - „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება

უკვე რამდენიმე წელია, ქართულ ბაზარზე „ტენე“ გამოჩნდა —  კომპანია „ჯინვენტორის“ მიერ შექმნილი „მწვანე“ USB კაბელი. ამოსავალი წერტილი კი ის იყო, რომ ხარისხიანი მიკროელექტრონიკის პროდუქცია მიეწოდებინათ მომხმარებლებისთვის. თავდაპირველად, იმპორტს ეყრდნობოდნენ, მაგრამ მალე გადაწყვიტეს, უშუალოდ წარმოებაც დაეწყოთ.

 

იდეის რეალობად ქცევას საკმაოდ დიდი შრომა და სფეროში ცოდნის გაღრმავება სჭირდებოდა. როგორც „ტენეს“ დამფუძნებელი, ალექსანდრე ლილუაშვილი აღნიშნავს, როდესაც წარმოებაზე ფიქრობდა, ისეთი პროდუქციის შექმნა არ სურდა, რომელიც გარემოს ზიანს მოუტანდა.

 

„ბევრი ძიებისა და ექსპერიმენტის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ ბოთლის თავსახურების გამოყენებით შეგვეძლო კაბელების შექმნა. საწყის ეტაპზე, საკმაოდ რთული იყო ტექნოლოგიურ მხარეში ბოლომდე გარკვევა და დიდი დრო დაგვჭირდა იმ ხარისხამდე მოსასვლელად, რაც ახლა გვაქვს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საჭირო გამოცდილება მოვაგროვეთ, განვვითარდით და კარგი რეპუტაციაც მოვიპოვეთ.

 

დღეისათვის „ტენეს“ ტექნოლოგიური განვითარება საკმაოდ მოწინავე პოზიციაზეა, როგორც ეფექტიანობის, ისე გამძლეობის თვალსაზრისით. თავის მხრივ, ამაში უდიდესი როლი ითამაშა ინოვაციურმა მიდგომებმა და მკაფიო ხედვამ, არასდროს გადაეხვიათ ეკოლოგიური გზიდან; კერძოდ, წარმოებაში მეორად მასალებს იყენებენ — მათ შორის, ზემოხსენებულ ბოთლის თავსახურებს.

 

საგულისხმოა, რომ „ტენეს“ სოციალური საწარმო აქვს, რომელშიც 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები არიან დასაქმებულები. უშუალოდ წარმოების პროცესში კი მხოლოდ განახლებად ენერგიას ეყრდნობიან, რათა CO-ის ემისიებით მავნე გავლენა არ იქონიონ გარემოზე.

 

ცხადია, საწყის ეტაპზე, გარდა ტექნოლოგიური განვითარებისა, აუცილებელი იყო თვალსაჩინოებაც — კერძოდ, რამდენად ცნობადი გახდებოდა ბრენდი მომხმარებლებში. ამ თვალსაზრისით, ალექსანდრე თიბისის როლს გამოყოფს: „თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობა და გამარჯვება, დიდ ფინანსურ დახმარებასთან ერთად, პოპულარობის მომტანიც აღმოჩნდა. რეალურად, ეს იყო ერთგვარი რეკლამა, რომელმაც ბევრ გარიგებას და აღიარებას დაუდო სათავე“.

 

ამავდროულად, უნდა გამოვყოთ „ტენესა“ და თიბისის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც, მობილურის საკიდები შეიქმნა. მეორადი, გაფუჭებული კაბელებისგან დაამზადეს პრაქტიკული აქსესუარი — ეს არის ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებული მასალებისგან შექმნილი პროდუქტი. „ეს ინიციატივა თიბისისგან წამოვიდა — საშუალება მოგვცეს, ჩვენს პროდუქტად გვექცია და ამ კუთხითაც გვეცადა ბედი. თანაც, ძალიან კარგი კამპანია აწარმოეს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩვენი ცნობადობა და ბევრ კომპანიას გაუჩნდა ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი“.

 

აღსანიშნავია, რომ ამჯერად ეს პროექტი კიდევ უფრო პრაქტიკული გზით გრძელდება — საკიდი მობილურის დამუხტვის ფუნქციასაც შეასრულებს, რაც ყველასათვის საკმაოდ გავრცელებულ და შემაწუხებელ პრობლემას მოხსნის.