სტატია
  1. RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
  2. ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
  3. "უკრაინელი სამხედროები ასევე მონაწილეობენ კონსულტაციებში იმის თაობაზე, თუ როგორ იფუნქციონირებს შემდგომში ჰორმუზის სრუტე"
  4. "მე ვთანხმდები ირანის დაბომბვისა და თავდასხმის შეჩერებას ორი კვირის ვადით. ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა!"
  5. ირანმა ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა - დოკუმენტს ბრიტანული BBC ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს
  6. მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
  7. "ჩვენ წარმოვჩინდებით, როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი. საქართველო თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს..."
  8. "Artemis II-ის ეკიპაჟის მიერ გადაღებული ეს ახალი ფოტო გვიჩვენებს მთვარის ხილული და უხილავი მხარეების კომბინირებულ ხედს"
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ბიზნესი

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

ბიზნესების ყოველდღიურობის კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს  მობაილბანკში ბიზნესოპერაციებისა და ტრანზაქციების შესრულება ახალი ფუნქციონალებითაა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს მომხმარებლების დროს და მათ ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

სიახლეები ბიზნეს მობაილბანკში რამდენიმე მიმართულებით დაინერგა:

  • გაუმჯობესდა პაროლის აღდგენის პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები ბიზნეს მობაილბანკის Log in-ის გვერდიდან პაროლის აღდგენას სულ რამდენიმე წამში, ძალიან მარტივად შეძლებენ.   

                                                                                                                             

  • ბიზნეს მობაილბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ინფორმაცია მიიღონ  მობაილბანკის მომხმარებლის აქტივაციის ვადის ამოწურვის შესახებ. ახალი ფუნქციონალით, კომპანიის დირექტორს შესაძლებლობა ექნება, ბიზნეს მობაილბანკითვე გაუხანგრძლივოს მომხმარებელს აპლიკაციით სარგებლობის ვადა.

 

  • თიბისის ბიზნეს მობაილბანკს მომხმარებლების მენეჯმენტის ფუნქციონალი დაემატაკომპანიის მფლობელს შესაძლებლობა აქვს, დისტანციურად, ბიზნეს მობაილბანკით გაააქტიუროსვადაგასული მომხმარებელი”,  დაამატოს ახალი მომხმარებელი და ჩაურთოს მას სხვადასხვა უფლება. ამასთანავე, შეიცვალა როლის მინიჭების ფუნქციონალი. რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესებს მომხმარებლებისთვის სხვადასხვა როლის ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ.

 

  • თიბისის ბიზნეს მობაილბანკით შესაძლებელია სასურველი ვალუტის კურსის მოთხოვნა. შეთავაზების გაგზავნიდან რამდენიმე წუთში, პასუხის მიღების შემდეგ კი, სასურველ კურსში თანხის დაკონვერტირება. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ შეთავაზებული კურსი მომხმარებლისთვის მისაღები არ იქნება, შესაძლებელია  მოთხოვნის კიდევ ერთხელ გაგზავნა, იმავე ან უფრო დაბალ კურსზე.

 

  • კომპანიებს, რომლებიც თიბისის მომხმარებლები არიან, მაგრამ არ სარგებლობენ ციფრული მომსახურებით, ბიზნეს მობაილ და ვებ-აპლიკაციებიდან შეუძლიათ რეგისტრაცია, რისთვისაც ფილიალში ვიზიტი საჭირო აღარ არის. რეგისტრაციის დასრულებისთანავე, მათ მომენტალურად ექნებათ წვდომა ანგარიშებზე, როგორც ინტერნეტ ისე-მობაილბანკში.

 

თიბისიში ბიზნესპროცესების გასამარტივებლად, სიახლეები მუდმივად ინერგება. უახლოეს მომავალში, ბიზნეს მობაილბანკში კიდევ არაერთი განახლებულ ფუნქციონალი იქნება ხელმისაწვდომი.