სტატია
  1. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  2. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  3. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  4. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  5. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  6. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  7. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  8. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
პოლოლიკაშვილი: ეს არის ქართული რეპუტაციის დასასრული
პოლიტიკა

პოლოლიკაშვილი: ეს არის ქართული რეპუტაციის დასასრული

"გაბრაზებულზე არ მინდა ვინმეს კრიტიკა დავიწყო. მინდა, გავიგო ერთი რაღაც, რატომ გამოიწვიეს ჩემი კანდიდატურა, რის ფასად და ასე ჩუმად. მე არავინ მეტყვის და არც მაქვს ილუზია, მაგრამ მე მაქვს ვალდებულებები მინისტრებთან, ქვეყნებთან.

ეს არის ქართული რეპუტაციის დასასრული. მსოფლიო ტურიზმის რუკაზე დაჯდა საქართველო ჩემ გამო. მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და ნუ მაბრალებენ, რომ ანტისახელმწიფოებრივი თხოვნები ჰქონდათ, რა მთხოვეს და არ გავაკეთე. ეს არის ტყუილი, ძალიან სერიოზული ბრალდება. ვითხოვ და ამიხსნან რა არის ანტისახელმწიფოებრივი ჩემი ქმედება, რომელიც ჩავიდინე“ , - აცხადებს ზურაბ პოლოლიკაშვილი "ფორმულასთან", "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების საპასუხოდ. 

შეგახსენებთ, რომ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა "ქართულმა ოცნებამ" (გაეროს მსოფლი ტურიზმის ხელმძღვანელის თანამდებობაზე) მოხსნა და გადაწყვიტა, რომ მხარი ემირატების კანდიდატურას დაუჭიროს.