სტატია
  1. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  2. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
  3. თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
  4. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
  5. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
  6. „თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  7. თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
  8. თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
ზელენსკი პუტინზე: სად არის შესაბამისი ადამიანი რუსეთის ფედერაციიდან?
პოლიტიკა

ზელენსკი პუტინზე: სად არის შესაბამისი ადამიანი რუსეთის ფედერაციიდან?

პუტინი თურქეთში, სადაც უკრაინა-რუსეთის ომის შესახებ მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს, არ ჩავიდა. პუტინის ამ გადაწყვეტილებას, ზელენსკი ასე ეხმაურება:

„ვთვლი, რომ კრემლის ლიდერმა თავისი ლიდერობის დემონსტრირება უნდა მოახდინოს და თუ ის მზად არის მოლაპარაკებებისთვის, შეხვედრებია საჭირო რაიმე პირობებისა და მსგავსის გარეშე. მოდით შევხვდეთ.

ახლა ანკარაში ვართ, ამის შემდეგ ჯგუფს ვაგზავნით სტამბოლში. ის აქ არ არის, სტამბოლში ის არ არის. არ შეგვიძლია მთელ მსოფლიოში ვირბინოთ და ადამიანი ვეძებოთ…

ვთვლი, რომ აშშ და თურქეთი ახლა რუსეთის უპატივცემლობას გრძნობენ. არც შეხვედრის დროს, არც შეხვედრის დღის წესრიგი, არც დელეგაციის მაღალი დონე - ეს პირადი უპატივცემლობაა. არ ვამბობ, რომ რუსები ჩვენ არ გვცემენ პატივს, ეს ისედაც გასაგებია, მაგრამ ჩვენთვის ეს სარკისებრია…

ერდოღანის უპატივცემლობა, ტრამპის უპატივცემლობა. ტრამპი ხალხის დიდ ჯგუფს, სახელმწიფო მდივან რუბიოს აგზავნის. ომის მხარეები ვინ არიან? რუსეთი და უკრაინა. სახელმწიფო მდივანი რუბიო - არის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - არის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - არის, სად არის შესაბამისი ადამიანი რუსეთის ფედერაციიდან? ეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ყველას უპატივცემლობაა, უპირველეს ყოვლისა თურქეთის, ვინაიდან, აქ არის შეხვედრა”, - განაცხადა ზელენსკიმ.