სტატია
  1. „შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  2. თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
  3. უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
  4. თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
  5. Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
  6. პოლონეთი უკრაინას კიდევ ორ MiG-29-სა და საბრძოლო მასალას გადასცემს
  7. თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
  8. “საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია
სიმამრის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს - რა მოხდა ხაშურში?
სამართალი

სიმამრის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს - რა მოხდა ხაშურში?

ხაშურში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს.

„დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა, სიმამრს - 1961 წელს დაბადებულ თ.მ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით გულმკერდისა და ყელის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გარდაცვლილის მეუღლესაც, 1979 წელს დაბადებულ მ.კ.-ს.

სამართალდამცველებმა ბ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მცდელობისას, „სარფის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეაჩერეს, რომელიც შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.

დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.