სტატია
  1. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  2. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
  3. თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
  4. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
  5. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
  6. „თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  7. თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
  8. თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
ბურჭულაძე: ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს - ე.წ. პარლამენტი თუ საქართველოს ხალხი
საზოგადოება

ბურჭულაძე: ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს - ე.წ. პარლამენტი თუ საქართველოს ხალხი

„დღეს იყო ჩვენი მესამე შეხვედრა. ასე თუ ისე ისახება გეგმები. გვინდა, რომ საქართველოში უსამართლობა დასრულდეს, გვინდა შედგეს ნამდვილი არჩევნები და არა ისეთი არჩევნები, რომლებიც აქამდე ტარდებოდა. ჩვენ გვაქვს ბევრი ვარიანტი იმისა, რომ ჩვენ თვითონ ჩავატაროთ არჩევნები.

მგონი ამას ალტერნატივა არ აქვს, არ შეიძლება ასე გაგრძელება. ჩვენ თანამებრძოლებს უკვე ნელ-ნელა ციხე ემუქრებათ. ამასთან, ცრუ კომისია, ცრუ დადგენილებას იღებს. ეს წარმოუდგენელია, ამის დაშვება არ შეიძლება. ჩვენ ვქმნით ერთ დიდ ალტერნატივას, რასაც ჰქვია „საქართველოს ხალხი“ ე.წ. პარლამენტის წინააღმდეგ.

ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს - ე.წ. პარლამენტი თუ საქართველოს ხალხი. არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს - როგორ უნდა ჩავატაროთ. აუცილებლად იქნება ასეთი დევიზი - „არ ჩაგატარებინებთ ცრუ არჩევნებს!“. ჩვენია ეს ქვეყანა, ჩვენ უნდა ჩავატაროთ ყველაფერი, რაც ამ ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.