სტატია
  1. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  2. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
  3. თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
  4. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
  5. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
  6. „თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  7. თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
  8. თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
ახმეტაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარედგინა
სამართალი

ახმეტაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 მაისს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზარალებულს ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ipn.ge