სტატია
  1. მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  2. თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
  3. პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
  4. The Independent-ის ცნობით, რუბიო თანამდებობის დატოვებას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვისა და ტრამპის პოლიტიკისგან დისტანცირების მიზნით გეგმავს
  5. XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  6. თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
  7. კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
  8. „საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
შილინგი: „მზია ამაღლობელი პირველი და ერთადერთი პოლიტპატიმარი ჟურნალისტია საქართველოში"
საზოგადოება

შილინგი: „მზია ამაღლობელი პირველი და ერთადერთი პოლიტპატიმარი ჟურნალისტია საქართველოში"

„მზია ამაღლობელი პირველი და ერთადერთი პოლიტპატიმარი ჟურნალისტია საქართველოში. მისი დაპატიმრება პოლიტიკურ ყალბ ბრალდებებზეა დამყარებული. მე ვესწრებოდი საქართველოში მის სასამართლოს. მისი საქმე არის შეტევა პრესის თავისუფლებაზე. მზია არის სიმბოლო იმ მოძრაობისა, რომელიც დაშინების მიუხედავად, იბრძვის დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის.

ის მიზანშია ამოღებული, რადგან ის იცავს სიმართლეს და უარს ამბობს ჩუმად ყოფნაზე. ასობით პოლიტიკური პატიმარია ციხეში, რადგანაც ხდება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, რუსული კონტროლის დამყარება. მზია იცავს თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოს და ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ მას და ყველა საქართველოს მოქალაქეს მხარი დავუჭიროთ“ - განაცხადა ევროპარლამენტარმა ლენა შილინგმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.