სტატია
  1. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  2. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  3. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  4. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  5. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  6. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  7. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  8. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
„ზვიად ცეცხლაძე უდანაშაულოა“ - ადვოკატი
სამართალი

„ზვიად ცეცხლაძე უდანაშაულოა“ - ადვოკატი

„დღეს წარმოდგენილმა ყველა დაზარალებულად ცნობილმა პოლიციელმა დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ მათთვის არ არის ცნობილი, ვისი მხრიდან მოხდა იმ ნივთის გასროლა, რომელმაც შედეგად გამოიწვია მათი დაზიანება.

დასმულ კითხვაზე, ზვიად ცეცხლაძის ბრალად წარდგენილი ქმედების შედეგად, მისი მხრიდან თუ გაკეთდა ორგანიზება, რომ ამ ჯგუფს მიზნად ჰქონდა დასახული სხვა პირების მიმართ ზიანის მიყენების ფაქტი, ადასტურებენ თუ არა, რომ ზვიადისგან დაორგანიზებული ჯგუფისგან მიიღეს დაზიანება, ამ მოწმეებმა განაცხადეს, რომ მათთვის ეს არ არის ცნობილი.

ისინი არ იცნობენ ზვიად ცეცხლაძეს ისევე, როგორც დანარჩენ არცერთ ბრალდებულს. მათ ვერ დაადასტურეს, რომ ამ კონკრეტული პირების მიერ მიიღეს ზიანი. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები კიდევ უფრო მეტად ადასტურებს იმას, რომ ზვიად ცეცხლაძე წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოა“, - განაცხადა დავით ჭიკაიძემ.