1 0 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ბათუმში მონოპიესების ფესტივალი გაიმართება

6 სექტემბერს ბათუმში მონოპიესების ფესტივალი თანამედროვე ქართველი რეჟისორისა და დრამატურგის,  პაატა ციკოლიას ნამუშევრით "მე მქვია ლალი“ გაიხსნება.

პროექტის   ფარგლებში სულ  წარმოდგენილი იქნება 7 მონო სპექტაკლი. თითოეულ პიესაზე საქართველოს მასშტაბით შერჩეული  დრამატურგები რეჟისორებთან და მსახიობებთან ერთად   10 დღის განმავლობაში მუშაობდნენ.  საპრემიერო ჩვენებები 6-9 სექტემბერს სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.

წარმოდგენებისათვის გამოყენებულია არა მხოლოდ ტრადიციული თეატრალური დარბაზები, არამედ ალტერნატიული სივრცეები, მონო პიესების შინაარსობრივი და ჟანრობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით.

პროექტის მიზანია  ხელი შეუწყოს თანამედროვე დრამატურგიის განვითარებას, ასევე შემოქმედთა ახალი თაობის პროფესიულ ზრდას, საშემსრულებლო ხელოვნებისადმი საზოგადოების ინტერესის გაღრმავებას.

პროექტის ფარგლებში გამოიცემა  მონო პიესების კრებული, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის  საზოგადოების  ყურადღებას აღნიშნული მიმართულებით, ასევე ხელს შეუწყობს  თანამედროვე დრამატურგების  შემოქმედებითი პროდუქტის  პოპულარიზაციას.

მონო პიესების ფესტივალი  ბათუმში  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მონოსპექტაკლების წარმოდგენის პროგრამა

"მე მქვია ლალი" 
▸ რეჟისორი და დრამატურგი - პაატა ციკოლია
▸ მსახიობი - მეგი კობალაძე▸ თარიღი - 6 სექტემბერი 
▸ ადგილი - საზაფხულო თეატრი 
▸ დრო - 22:00 სთ.

"პატარა" 
▸ დრამატურგი - ალექს ჩიღვინაძე
▸ რეჟისორი - თემურ კუპრავა
▸ მსახიობი - სოფი ჩალაშვილი
▸ თარიღი - 7 სექტემბერი 
▸ ადგილი - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი(მემედ აბაშიძის #49)
▸ დრო - 20:30 სთ.

"ჰალუცინაცია" 
▸ დრამატურგი, რეჟისორი და მსახიობი - გეგა გაგნიძე
▸ თარიღი - 7 სექტემბერი 
▸ ადგილი - ‘BK’(მემედ აბაშიძის #6)
▸ დრო - 22:00 სთ.

"ხეების გამტყავებელი სანადიროდ მიდის" 
▸ დრამატურგი - ლია ლიქოკელი
▸ რეჟისორი - ნინო შოთაძე
▸ მსახიობი - მარინა ბურდული
▸ თარიღი - 8 სექტემბერი
▸ ადგილი - ახალი სცენა(მელაშვილის #32)
▸ დრო - 20:00 სთ.

"სადღეგრძელო" 
▸ დრამატურგი - ზურაბ პაპიაშვილი
▸ რეჟისორი - ირაკლი გურგენიძე
▸ მსახიობი - დავით წერეთელი
▸ თარიღი - 8 სექტემბერი 
▸ ადგილი - ლიტერატურული კაფე
▸ დრო - 21:30 სთ.

" ჩემი მეგობარი ჰაშიში"
▸ დრამატურგი - ირაკლი კაკაბაძე
▸ რეჟისორი - ირაკლი გოგია
▸ მსახიობი - გიორგი ცხადაძე 
▸ თარიღი - 9 სექტემბერი
▸ ადგილი - თავისუფალი სივრცე(ზ. გამსახურდიას #6)
▸ დრო - 20:30 სთ.

"წრეზე"▸ დრამატურგი - ნატალია ბლოკი 
▸ რეჟისორი - ტურალ ვაგიფოღლუ
▸ მსახიობი - ნინო ციმაკურიძე
▸ თარიღი - 9 სექტემბერი
▸ მისამართი - მაზნიაშვილის #47
▸ დრო - 22:00 სთ.


ყველა სპექტაკლზე დასწრებათავისუფალია 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 09:15

    „მეორე ადგილი ავიღე.. საქართველო ევროპაა!“ – პიანი...

    პიანისტი, გიორგი გიგაშვილი, რომელიც რუბინშტეინის კონკურსის ფინალში გავიდა, სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას ჟიურის საბოლოო შედეგებს უზიარებს და წერს, რომ მეორე ადგილზე გავიდა. გიორგი გიგაშვილი ...

  • 12:46

    ბათუმის დრამატულმა თეატრმა თამარ მაყაშვილი რეპერტ...

    თამარ მაყაშვილის სკადანლი - ბათუმის დრამატულმა თეატრმა მსახიობი რეპერტუარიდან მოხსნა. ამის შესახებ თეატრის განცხადებაშია ნათქვამი:„ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატუ...

  • 21:13

    დავით ღვინიანიძე უკრაინელ ლტოლვილებს სახლს დაუთმო...

    ცნობილია, რომ რუსეთ - უკრაინის ომს მომღერალი დღემდე აპროტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ ის მომღერლად და წარმატებულ ხელოვანად რუსეთში ჩამოყალიბა და რუსი ხალხისგან სიყვარულითაა დავალებული, რუსულ პოლიტიკ...

  • 22:25

    დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში რევაზ ლაღიძის იუბილ...

    დიდი ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე ასი წლის წინ, 1921 წლის 10 ივლისს, ქუთაისის სოფელ ბაღდათში დაიბადა. მისი დაბადებიდან 100 წლისთავს კი ბარიტონი დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში " დავით ღვინიანიძის ხ...

  • 15:47

    ლაშა ბექაური ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია...

    ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. პირველ წრეში ბექაური პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინ...

  • 20:32

    კახის წარდგენაზე ძალით ვერავის მიიყვანდი, იქ მთელი...

      „კახის წარდგენაზე ძალით ვერავის მიიყვანდი, იქ მთელი თბილისის ელიტა იყო. თბილისის ელიტას ვეძახი იმ ადამიანებს, რომელიც თბილისის მოსახლეობას უყვარს. რასაკვირველია, ყველას ყველა არ ეყვარება....

  • 09:02

    გარდაიცვალა მსახიობი მარინა ჯანაშია...

    71 წლის ასაკში მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობის ოჯახის წევრები ავრცელებენ. მარინა ჯანაშიამ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. რუსთა...