2 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკი შესაძლოა, კიდევ შეიცვალოს

პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკი შესაძლოა, კიდევ გადაიხედოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარმა განუცხადა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის გადაწევასთან დაკავშირებით კვლავ მუშაობენ.

გიორგი ამილახვარის განმარტებით, სკოლაში შესვლის ასაკის ცვლილება სასკოლო ინფრასტრუქტურის მატებაზეა დამოკიდებული.

„პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის გადაწევა დამოკიდებულია სასკოლო ინფრასტრუქტურის მატებაზე. ახლა კეთდება ანალიზი, თუ როგორ გაიზარდა ამ ერთი წლის განმავლობაში სასკოლო ინფრასტრუქტურა. ამის მიხედვით მივიღებთ წელს ვადის გადაწევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. განათლების სამინისტროსთან ერთად ვართ კონსულტაციის რეჟიმში, რომ დავაზუსტოთ, ერთი წლის განმავლობაში, რა დოზით მოგვემატა სასკოლო ინფრასტრუქტურა. იცით, რომ ბევრი სკოლის რეაბილიტაცია მოხდა, მათ შორის ახალი სკოლები დაგვემატა, ახლა მიდის სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება. როდესაც გვექნება ეს ინფორმაცია, შესაბამისად გვექნება ეს გადაწყვეტილება. თუ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, კანონში ცვლილებას ისე მოვახდენთ, არავინ შეფერხდება. როგორც გასულ წელს, წელსაც დაჩქარებული წესითაც შეგვიძლია კანონში ცვლილება, ან გავახანგრძლივებთ რეგისტრაციის ვადას. ამ ეტაპისთვის, კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს უკვე გვექნება ნათელი სურათი. როცა გვექნება ანალიტიკური ინფორმაცია, გადაწყვეტილებაც შესაბამისი გვექნება.

მიდგომა, ხედვა პოლიტიკის დონეზე არის და გვექნება, რომ ეტაპობრივად, ნაბიჯ- ნაბიჯ ვადა გადაიწიოს და მივიდეთ ყველაზე ლოგიკურ და სწორ წყალგამყოფთან. მიგვაჩნია, რომ სკოლაში შესვლის წყალგამყოფი ასაკი უნდა იყოს 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები. ეს პოლიტიკა და ხედვა გაგრძელდება სასკოლო ინფრასტრუქტურის მატებასთან ერთად“, - განაცხადა ამილახვარმა.

ცნობისთვის, გასულ წელს კანონში ცვლილებითა და პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლაში შესვლის უფლება 2022-2023 სასწავლო წლისთვის იმ ბავშვებსაც მიეცათ, რომლებიც 6 წლის ნაცვლად სწავლის დაწყების თარიღისა, 1-ელ ოქტომბრამდე გახდნენ. მიღებული გადაწყვეტილებით, პირველკლასელი 2022-2023 სასწავლო წელს დამატებით 2500-მდე მოსწავლე გახდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:04

    სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ხალხში გავიდა...

    საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ბათუმში თვითნებურად გაშენებული ე.წ. ოცნების ქალაქი მოინახულა და მისი მაცხოვრებლების მძიმე მდგომარეობას გაეცნო.  მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული, ...

  • 16:50

    სემეკმა GWP 75 000 ლარით დააჯარიმა...

    საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუ...

  • 14:11

    2022 წელს საქართველოში განქორწინების მაჩვენებელი 3...

    სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლის დემოგრაფიული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, 2022 წელს, რეგისტრირებულია 26 048 ქორწინება, რაც 12.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთა...

  • 16:19

    ბათუმობაზე აჩიკო სოლოღაშვილის ჰონორარი 18 500 ლარი...

    აჩიკო სოლოღაშვილი – ჰონორარი 18 500 ლარი; თიკა ფაცაცია – 6 377 ლარი; ედუარდ გორგილაძე – 5 102 ლარი; სოფო გელოვანი, ანი კეკუა, მარიკო ებრალიძე, ნოდარ ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე &ndash...

  • 14:44

    "ამ კლინიკამ მიმიღო 90-იან წლებში, ვარ დევნილი სამ...

    რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები აქციას აგრძელებენ. ისინი კლინიკის დახურვის გადაწყვწტილებას მესამე დღეა აპროტესტებენ. "ვშიშობ, რომ თუ დავიკეტეთ ვეღარასოდეს ვეღარ დავბრუნდებით კლინიკაში. ამ კლინ...

  • 14:54

    ,,მეკითხებოდა, ვიღაც ხომ მჭირდებოდა ისეთი, ვინც მო...

    POSTV-ის ხელმძღვანელ, შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს. მირანდა ძირკვაძე მთავართან ყვება, რომ ტელეკომპანიაში სამსახურის დაწყების მიზნით, 2022 წელს მივიდა დ...