0 3 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარ ავარიას 8 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარ ავარიას 8 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხოლო დაშავებული მისი ბაბუაა. ინფორმაციას ამის შესახებ პირველი არხი ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა ტროტუარზე ავარდა, რის შემდეგაც ბაბუას და შვილიშვილს დაეჯახა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები