0 8 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბათუმში მშენებლობიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა

ბათუმში, ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში, მშენებლობიდან ახალგაზრდა მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. 

ბათუმის სასწრაფო დახმარების ექიმებს მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ. პირველადი ინფორმაციით, სახლის სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც ბაგირი გაწყდა და მამაკაცი გადმოვარდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ კორპუსი ჯერ ჩაბარებული არ არის. მას კომპანია "გიგერო" აშენებს. 

"სამღებრო სამუშაოების მიმდინარეობის დროს, სავარაუდოდ, ამწე ლიფტი ჩამოწყდა. კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. სამუშაოებს კომპანია "გიგერო" აწარმოებს. მერიის სამსახურების გასაკონტროლებელი ამ შემთხვევაში უსაფრთხოების ზომები არ არის. ამწე ჩემი ინფორმაციით, რეგისტრირებული უნდ იყოს ეკონომიკის სამინისტროში, როგორც უსაფრთხო ამწე."- ამბობს მერიის არქიტექტურის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები