1 7 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რა შესთავაზა გიორგი ლაფერაშვილს "ქართულმა ოცნებამ" - „შავი პიარის აგორებას ცდილობენ“

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლაფერაშვილი, „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას სკანდალურ განცხადებას აკეთებს.

„კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში ლაფერაშვილი ამბობს, რომ მას "ქართული ოცნებასთან" დაახლოებული პირი გარკვეულ გარიგებასაც სთავაზობდნენ.

ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა პირმა შემომთავაზა ეტაპობრივად ჩემი პრობლემების მოგვარება და ხელფასის 30%-იანი მატებაც. აბსოლუტურად გაურკვეველია, რამდენიმე დღის წინ სალიამ რა დამატოვებინა, როდესაც 19 ივლისის დილით, ანუ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მერე, პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე "რუსთავი 2". ეს ჩემმა ხელქვეითებმა და ზემდგომმა პირებმაც იცოდნენ. ისე, მათი თხოვნა, რომ შვებულება დამეწერა და ამ ფორმით წავსულიყავი, გავითვალისწინე. უკან მიბრუნებას რომ არ ვაპირებდი, ყველამ იცოდა. ხალვაშს თუ პრობლემა აქვს სარედაქციო პოლიტიკასთან, შეეძლო თავიდანვე ეთქვა, რა საჭირო­ იყო ეს ერთთვიანი კატათაგვობანა? თუ ასე ძალიან უნდა "კურიერი", რომლის შესახებაც თვალცრემლიანი ლაპარაკობდა თათბირებზე, გაუგებარია, ეს რა გაითამაშა? თავის დროზე, 2006 წელს, ისე მივედი მის ტელევიზიაში სამუშაოდ, სანამ არ წამოვე­დი, საჭიროდ არ ჩაუთვლია, გამარჯობა ეთქვა“,- განაცხადა ლაფერაშვილმა.

„ვერ მივიღებ ბრალდებას, რომ ვიღაცის ხელფასს ვჭამდი, რომ თანამშრომლებს­ შიოდათ და მე მაძღარი ვიჯექი. მარტო თანხის გაცემის უწყისებს რომ აფრიალებენ, იმავე დღეს თანხის მიღების უწყისებიც ააფრიალონ. შავი პიარის აგორებას ცდილობენ. არ გამოვრიცხავ, რომ სასამართლოს მივმართო საპასუხო სარჩელით პატივისა და ღირსების შელახვისთვის“,- განაცხადა ლაფერაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები