1 2 : 1 4
 | 

საზოგადოება

“გზა პროზექტურისკენ… პირველად შენი ფეხის თითები დავინახე დეე, გადაგხადე ზეწარი…” – ექსკურსიისას დაღუპული 16 წლის გოგოს დედის სულისშემძვრელი წერილი

"უმეტესად მარტო ვარ სახლში.გიყურებ დედი სურათებში,ვსუნავ შენს ხალათს,პიჟამოებს, ვტირი შენს საწოლზე. ვიძინებ იმედით,სიზმრად მაინც გნახო. არ ჩანხარ. დილით თვალს ვახელ და ვიაზრებ,შენ მომიკვდი. გავრბივარ შენს ოთახში და კანდელს ზეთს ვამატებ. ვითომ რამე საქმეს გშველი და ვაკეთებ შენთვის. მიმძიმს შენს ოთახში ყოფნა. კარადას ვერ ვაღებ. ვერ ვბედავ ვუსმინო შენს ნამღერს აქ რომ ჩამიგდე. თუმცა ვესათუთები,მაგრამ ვერ ვხსნი. ვერ ვუყურებ შენს ფოტოებს რაღაც რგოლივით რომ გაგიკეთეს და საშინელი ,სულის შემძვრელი სიმღერა რომ ადევს . ვგრეხ ერთმანეთში სამ ცალ სანთელს თითქმის ყოველდილით და მოვდივარ შენს საფლავზე.ოღონდ მანქანაში რომ ვჯდები და შენი ადგილი გვერდით ცარიელია ,უკვე მაგაზე ვიწყებ ღრიალს, არ ვიკრავ ღვედს, არ მინდა უსაფრთხოდ სიარული. გული მიჩქარდება შენს საფლავთან. სწრაფად გადმოვდივარ,ვაწყობ ყვავილებს და...სად მყავხარ დედი? სად მოვდივარ დედი? მძულს ეგ ადგილი შვილო. დამცინის დედის შენი საფლავის შემოღობილი ადგილი. მეიქედნურება,ხომ წაგართვი შვილიო...

რას ვგრძნობ 23-ე დღეს? ფრაგმენტები,ფრაგმენტები,ტელეფონში ნათქვამი -დაიკარგა...ვეძებთ...ატირებული გავრბივარ,გზეზე მანქანა ფუჭდება.ღორღზე ვდგავარ მუხლებით და ვფიქრობ,სანამ არ გამოჩნდები ასე ვიდგე,პატრული ცდილობს ამაყენოს და არ ვდგები,ვაგდებ..გაკეთდა მანქანა და გზა არ ილევა.შორს ხარ,ვეძებთ პოლიციის შენობას,იქ ხალხია,სირბილით მივდივარ შენობისკენ და ატირებული რაღაცას მეუბნებიან,ვწუხვარ" სად არის ჩემი სოფი-ვკივი და არავინ პასუხს არ მაძლევს,იქ ვგებულობ ,ტყეში კიარა წყალში ხარ.მანამდე მანქანაში ვფიქრობ,მგელმა არ დაგგლიჯოს,არა შენ ყოჩაღი ხარ ხეზე ახვალ...რომ დაგეძინოს და გადმოვარდე? თავს თუ მიიბამ,თუ მოიფიქრებ.საშინელი ქარია და სიცივე,რომ გამიცივდე?ყველა სიმრალულით მიყურებს,ახლოს ვერავინ მოდის,მე იატაკზე ვგდივარ და ტვინში წიკწიკებს"იქნებ ცოცხალია,იქნებ გონება დაკარგა და წყალმა გამორიყა"იქნებ ვიმემ იპოვოს"...მერე ლოდინი,სიჩუმე,ისევ ტირილი და რაღაცნაირი ჩუმი მზადება...მივხვდი ,გიპოვეს და აქ მეორედ მოვკვდი,ყველანაირ იმედთან ერთად.გზა პროზექტურისკენ. ჯერ არ მინახიხარ დედი. არბივარ კიბეებზე და აქ არ შეიძლება.კარი მოკეტეს...ვერ ვითმენ შევაღე და შევვარდი...გაშხვართული წევხარ დე.პირველად შენი ფეხის თითები და ტერფები დავინახე,მოვედი და გადაგხადე ზეწარი,ჩეეემოო გულოოო...მკლავები თავს ზემოთ გაქვს დე აწეული.მაისური ტანზე ახდილი,როგორც წყალი მოგექცა ისე ხარ...შენი ლამაზი თითები თბილი მეჩვენა და სისულელემ გამიელვა თავში...შენი სახე დე.ტუჩები ოდნაბ შესიებული,გაბუტულს გავხარ,სახე,კისერი,თავის სულ დაწითლებული სისხლნაჟღენთებით,თმები,შენი ლამაზი თმები ჭუჭყიანი,ფოთლებით და ქვიშით სავსე....

რას ვგრძნობ შენი დაკარგვიდან 23-ე დღეს? ვიხარშები,ასე მგონია რენტგენით ვუყურებ ჩემს ფერშეცვლილ გულს,ფილტვებს,ღვიძლს,მდუღარეგადანავლები ფერი აქვს....ჯერ ისევ კითხვას ვუსვავ ჩემს თავს,რატომ გავმწარდი ასე სასტიკად? მე ხომ დალხენილი ცხოვრება არასოდეს მქონია?!

ვზივარ მთელი დღე ან ვწევარ დივანზე,საიდანაც შენი ოთახის შეღებულ კარს ვუყურებ და ფრაგმენტები-გამოდიხარ პიჟამოებით ან ტრუსიკ-მაიკით,გამოტანტალდები ,გარბიხარ ტუალეტში...ან ზიხარ ჩემს გვერდით და ახრაშუნებ ჩიპსებს და მეუბნები,დე არ გინდა? ოღონდ ბევრი არ ამოიღო...." - წერს ლანა ნიკოლეიშვილი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:09

    გამოკითხული მოსახლეობის 49% მიიჩნევს, რომ ქვეყანა ...

    ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.  "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის " (NDI) საზოგადოებრივი აზრის გა...

  • 11:08

    6 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო - ძიუდოისტთა ახალგა...

    საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა.ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურ შეჯიბრში 9 მედლის მოპოვება შეძლეს - 6...

  • 11:00

    SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამი...

    ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია არტის...

  • 22:54

    17 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძი - რუტინული საქმეები დილითვე მოაგვარეთ, რომ თავისუფალი დრო მხიარულად გაატაროთ. უფროსთან განიხილეთ ახალი იდეები.კურო - დილა ვარჯიშით დაიწყეთ, ენერგიით დაიმუხტეთ. უამრავი დეტალი და ნიუანსი მიი...

  • 22:48

    ცნობილი ხდება ბუნებრივი აირით დაღუპული დედა-შვილის...

    ზესტაფონში, ბუნებრივი აირით დაღუპული ქალი, მირანდა სხილაძეა. ახალგაზრდა ქალი ბინაში ერთი თვის წინ გადავიდა. მას ორი შვილი ჰყავდა. 4 წლის ლილე და 2 წლის დამიანე. გარდაცვლილი ქალი ზე...

  • 22:43

    ახალგაზრდა ქალი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სავარ...

    ზესტაფონში ახალგაზრდა ქალი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა.მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე​ პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ...

  • 17:39

    "მშვიდობით, ბოღმიანებო, იხოხეთ თქვენს გზაზე, მე ჩე...

    ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი სოციალურ ქსელში წერს:“სინამდვილეში კრიზისი ზოგჯერ სასარგებლოც კია, იმიტომ, რომ ყველას და ყველაფერს თავის სახელს არქმევს, იმიტომ, რომ ყველა თავის ნამდვილ სახეს აჩვენებს) რა კ...