0 1 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ქართული ოცნების საჩხერის შტაბში შავი ფული დაარიგეს - ვინ არის პაატა კვიჟინაძე და რატომ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას ჭიათურელებს ლევან ივანაშვილი?

 

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარი დეპუტატობის ისეთი კანდიდატი დაასახელა, რომელიც 8 წელია უკვე დეპუტატია, თუმცა, არასოდეს ამოუღია ხმა ამომრჩევლის ინტერესების დასაცავად.

პაატა კვიჟინაძე, ივანიშვილის მსგავსად, დიდი ხნის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა. ის დეკლარირებული მილიონერია და მისი ქონების დიდი ნაწილი რუსეთში „ინახება“.

პაატა კვიჟინაძე ზვიად გამსახურდიას დროს საჩხერის პრეფექტი იყო, თუმცა, საჩხერელებს დღემდე ახსოვთ რომ მან, ყველაზე მნიშვნელოვან დროს უღალატა გამსახურდიას და მოგვიანებით რუსეთს შეაფარა თავი, სადაც ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი დააგროვა.

კერძოდ: მის დეკლარაციაში ვკითხულობთ რომ კვიჟინაძეს, მოსკოვში, ტუხაჩევსკის 35 ნომერში აქვს ბინა, რომელიც 40,000 დოლარად არის შეფასებული.

კვიჟინაძე მოსკოვში ფლობს მეორე ბინასაც, ტოლბუხინის 11 ნომერში, რომელიც დეკლარაციის მიხედვით, 100,000 დოლარი ღირს.

კვიჟინაძის საკუთრებაა რუსეთში, სოფელ სოლოსლოვოში მდებარე მიწის ნაკვეთიც, რომელიც 200,000 დოლარად არის შეფასებული.

ამავე დროს, კვიჟინაძეს მნიშვნელოვანი ქონება აქვს საქართველოშიც, რომლის დიდი ნაწილი სწორედ რუსეთში ნაშოვნი ფულით შეიძინა.

„როგორც კი კანდიდატად დაასახელეს პაატა კვიჟინაძე, მაშინვე ფულის დარიგება დაიწყეს ქართული ოცნების საჩხერის შტაბში.

კოორდინატორებს 300 ლარი მისცეს. ერთ უბანზე 10 კოორდინატორი ჰყავთ. საჩხერეში 57 საარჩევნო უბანია, რაც იმას ნიშნავს რომ 570 ადამიანს მისცეს 300 ლარი - არალეგალურად.

ეს კი, ჯამში, 171,000 ლარია. საჩხერელ კოორდინატორებს მომდევნო 2 თვეც ჰპირდებიან თანხების დარიგებას. თუმცა, ნერვიულობენ რომ ჭიათურასა და ხარაგაულში კვიჟინაძე ძალიან სუსტი კანდიდატია.

ქართული ოცნების საჩხერის შტაბში, ჭიათურელებს პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს და ცუდი სიტყვებით მოიხსენიებს საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ივანაშვილი.

ლევან ივანაშვილი ფიქრობს რომ ჭიათურელთა დიდი ნაწილი ბიძინა ივანიშვილს მხარს აღარ უჭერს, რის გამოც საჩხერეში, ქართული ოცნების შტაბში, სადაც ღიად დადის, ჭიათურელებს ხშირად აყენებს შეურაცხყოფას“, - ეს არის ექსკლუზიური ინფორმაცია, რომელიც „აიტივის“ ქართული ოცნების საჩხერის შტაბიდან მიაწოდეს.

თუმცა, ოფიციალურად, ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ რომ „მას არავისთვის მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

ინფორმაციისათვის: ლევან ივანაშვილი, რომელიც საჩხერეში, ქართული ოცნების წინაშე არჩევნების შედეგებზეა პასუხისმგებელი, ბიძინა ივანიშვილის ნათესავია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები