0 3 : 3 6
 | 

მთავარი თემა

სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა კი, ერთი თვით გადავადდა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.

საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 23 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო – 2-ს აღენიშნება შედარებით რთული სიმპტომები, თუმცა ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში  რჩება 126  ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 46 პირი.

დღეს საბჭოს წევრებმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს:

საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. ასევე, 1-ელ აპრილამდე შეწყვეტილი იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება  დღის ცენტრებში.  საჭირო ღონისძიებებს  დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურების საკითხი კი შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით გადაწყდება.

ასევე, სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.

საბჭოს მუშაობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი.

დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ხელისუფლება მართავს პროცესს.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მოქალაქეების მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას ვირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის საქმეში.

პირველი არხი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:23

    თებერვლიდან ბაზრობების და მოლების გახსნას ვგეგმავთ...

    ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 1 თებერვლიდან ბაზრობების და მოლების გახსნა იგეგმება, მაგრამ ტრანსპორტის აღდგენაზე და სხვა ბიზნესების ამუშავებაზე მსჯელობა გაიმართება.როგორც ტიკარაძე...

  • 13:32

    არსებული შეზღუდვები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდება ...

    საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, თქვა, რომ არსებული შეზღუდვები და კოვიდრეგულაციები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდება.  "ჩვენ ვიმსჯელეთ დღეს და მივიღეთ გადაწყვეტილე...

  • 19:54

    ერთპარტიულმა პარლამენტმა მთავრობას ნდობა ერთხმად გ...

    საქართველოს მე-10 მოწვევის ერთპარტიულმა პარლამენტმა მთავრობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა. ნდობის გამოცხადებას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. განხილვა პარლამე...

  • 13:35

    ცნობილია, რომელი შეზღუდვები იხსნება 24 დეკემბრიდან...

    საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხოციელდეს სრული მოცულობით: საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას უცვლელად გთავაზობთ:...

  • 16:40

    ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს Facebook-ით აირ...

    “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს Facebook-ით  აირჩევენ. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. “პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დანერგოს...

  • 15:21

    სოციალურად დაუცველები 100 ლარიან დახმარებას მიიღებ...

    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სოციალურად დაუცველები 100 ლარიან დახამრებას 6 თვის მანძილზე მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „ჩვენ გვყვ...

  • 14:29

    თბილისის მეტრო მუშაობას აჩერებს...

    კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ახალი რეგულაციების თანახმად, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში თბილისის მეტრო არ იმუშავებს.  საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით...