1 5 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ვის ეკუთვნის მიწა?!- ლალი ეფრემიძის დამალული სიმართლე (ოფიციალური დოკუმენტები)

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გიგანტური ჰესის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. ადგილობრივების ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტები ნამოხვანის კასკადის მშენებლობას თითქმის 100 დღეა აპროტესტებენ.

ლალი ეფრემიძეც ნამოხვანში ცხოვრობს, ამბობს, რომ მის მეზობლად, მდინარე რიონზე ორსაფეხურიანი ჰესების კასკადს აშენებენ. ლალის თქმით, არაფრის ფასად არ დათმობს "საკუთარ კარ-მიდამოს".

"აი, ნამდვილი გმირი, ერთადერთი მოსახლე ნამოხვანში, ვინც მამა-პაპეული მიწა თურქებს არ მიჰყიდა!"- "ხაჭაპურის გამყიდველ ქალს საკუთარი მიწიდან ასახლებდნენ?!", "ლალიმ სამშობლო 80 000-ად არ გაყიდა..."- იტყობინებიან პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლები.

დამეთანხმებით, რთულია სოლიდარობით არ განგაწყოთ ლალი ეფრემიძის ცრემლებით მოყოლილმა ისტორიამ, ამიტომ ჩვენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ჩავედით და ნამოხვანის კასკადის მშენებლობის ლაბირინთებში გარკვევას შვეცადეთ.

ადგილობრივებთან გასაუბრებისა და ოფიციალური დოკუმენტაციის მოპოვების შემდეგ, ლალი ეფრემიძის ცრემლების დაჯერება რთული აღმოჩნდა და ნამოხვანში მიმდინარე აქციების მიზნების კონტურებიც გამოიკვეთა.

გაირკვა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი (ს/კ-------) კომპანიის საკუთრებაშის 2019 წლიდან . თუმცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ გაარკვია რომ მის საკუთრებაში შემავალი, ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთის მოსარგებლე იყო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთი არა ქალბატონ ლალის არამედ მის დისშვილი - შორენა ეფრემიძეს, შესაბამისი მოწმეთა წერილობითი ჩვენებების გათვალისწინებით, სარგებლობის შეწყვეტის ხელშკრულება სწორედ ამ უკანასკნელთან გააფორმა, რაშიც მოსარგებლემ ეკუთვნოდა. ამ უკანასკნელმა მიწის ნაკვეთი გაასხვისა და ENKA Renewables -გან 70, 171,00 ლარი მიიღო.

ამჟამინდელი მდგომარეობით, მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი სრულდება 129-ით), სწორედ კომპანია ENKA Renewables (“ენკა რინიუებლზ“)-ის რეგისტრირებულ საკუთრებას წარმოადგენს.

რეესტრის ჩანაწერებიდანაც ირკვევა, რომ ეფრემიძეებს უკვე 2 ჯერ ჰქონდათ ამ მიწის საკუთრების რეგისტრაციაზე განცხადება შეტანილი, თუმცა ორივეჯერ ეთქვათ უარი საჯარო რეესტრის მიერ.

სოფელში ყვებიან იმასაც, რომ "ლალი ვიღაცამ წააქეზა და ალაპარაკებენ". აქ ყველამ იცის, რომ მიწა, რომელზეც ლალი ეფრემიძე საუბრობს, მისი ოჯახის წევრს, წევრი, შორენა ეფრემიძეს ეკუთვნოდა. ფლობდა. იციან ისიც, რომ შორენამ, მიწაზე სარგებლობის შეწყვეტის სანაცვლოდ მიწა გაყიდა დაკომპენსაცია აიღო და თანხის ნაწილი ლალისაც შესთავაზა. ჩვენ მოწმეთა ხელმოწერილი წერილობითი ჩვენებიც მოვიპოვეთ, რომელსაც გთავაზობთ:

"კომპანიას ENKA Renewables-სა და მიწის მოსარგებლე შორენა ეფრემიძეს შორის გაფორმდა და ნოტარიულად დამოწმდა სარგებლობის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც ასევე განსაზღვრული იყო ვალდებულება მოსარგებლის მიერ რომ, ის შეწყვეტდა აღნიშნული მიწით სარგებლობას, რომ მას არ გააჩნდა არავითარი პრეტენზია, აღნიშნული მიწა თავისუფალი იყო ნებისმიერი მესამე მხარის უფლებებისგან, ის, რომ აღნიშნულ მიწაზე არავის პრეტენზია არ გააჩნდა და არც შეიძლებოდა ჰქონოდა და იგი წარმოადგენდა კანონიერ მფლობელს.

ამ ხელშეკრულებაშიც გათვალისწინებული იყო ის საკომპენსაციო თანხა რომელიც მოსარგებლეს სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე გადაეცა კომპანია ENKA-ს მიერ.

განხორციელდა ხელშეკრულების ხელმოწერა, განხორციელდა საკონპენსაციო თანხაზე მოლაპარაკება, რომელიც ხელშეკრულების ნაწილია და განხორციელდა გადახდა.

აქიდან გამომდინარე, აღნიშნულ ოჯახს სარგებლობის შეწყვეტისთვის მიღებული აქვს კომპენსაცია და ის გავრცელებული ჭორი, რომლითაც მაყურებელზე ძალიან მანიპულირებენ, არ შეესაბამება სიმართლეს"- აცხადებს ENKA Renewables -ს წარმომადგენელი ელენე ღუბიანური.

მამხილებელი დოკუმენტების მოპოვების შემდეგ, ჩვენ ლალი ეფრემიძეს დაუკავშირდით, რომელიც ამბობს, რომ "ყველას ციხეში ჩაყრის".

"ყველას რომ ციხეში ჩავყრი... ENKA-მ როგორ გადაუხადა (ფული დიშვილს), როცა მე ციცხალი ვარ... მე ვარ მესაკუთრე, ჩემს სახელზეა უკვე შეტანილი სარეგისტრაციო და როგორ მოახერხეს ეს, მე გამაუქმეს კომლიდან და შავი ხლართებით გააკეთეს ეს საქმე, რაც უნდა გაავრცელონ იქ, სიმართლე ჩემს მხარესაა"- გაბრაზდა ლალი ეფრემაძე.

ბოლოს - მიუხედავად იმისა, რომ დიდ ჰესებს ქვეყნისთვის სიკეთის მოტანა შეუძლია, მოსახლეობის დასაქმებიდან დაწყებული და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფით დამთავრებული, საზოგადოების გარკვეული ნაწილი მათი აშენების წინააღმდეგ სისტემატიურად გამოდის და პროტესტის სხვადასხვა ფორმას, იქნება ეს მიტინგები, გზების გადაკეტვა, შიმშილობა, ხშირად ძალადობა და ა.შ. მიმართავს.

და მაინც, რასთან გვაქვს საქმე: ინფორმაციის ნაკლებობასა და საკითხში გაურკვევლობასთან; გულწრფელ შიშთან, რომ გარემო პირობები და მათი ცხოვრების პირობები გაუარესდება; პოლიტიკური დაკვეთის შესრულებასთან, თუ კიდევ სხვა მიზეზებია მოსაძებნი?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები