1 8 : 0 0
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Social Impact Award 2020 იწყება

28 თებერვალი-2020 - საქართველოს ბანკის და UNDP საქართველოს მხარდაჭერით Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამა Social Impact Award-ს. სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 25 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.

Social Impact Award 2020 მოიცავს ვორქშოფების სერიას თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: რუსთავი, ოზურგეთი, ზუგდიდი და ამბროლაური. პროგრამის მეორე ეტაპზე, ჟიურის მიერ შერჩეული ფინალისტი გუნდები გაივლიან ორთვიან ინკუბაციის პერიოდს, რის შემდეგადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები. გამარჯვებული გუნდების ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს. გარდა ამისა, გამარჯვებულები გაემგზავრებიან Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე  დასასწრებად, რომელიც წელს  პრაღაში გაიმართება.

„Impact Hub Tbilis-მა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეოთხე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 500+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 60-მა ახალგზრდამ და გამოვლინდა 9 გამარჯვებული გუნდი. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.“ - აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.   

„საქართველოს ბანკი როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია უკვე მეოთხე წელია მხარს უჭერს საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო ამ მნიშვნელოვან პროექტს. საქართველოს ბანკისათვის სოციალური მეწარმეობა და ბიზნესის ხელშწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მოხარული ვართ რომ პროგრამისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს დავანახოთ ახალი გამოწვევები, ხელი შევუწყოთ მათ ახალი მიზნების, იდეების დასახვასა და განხორციელებაში, პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში.  მივცეთ მათ შესაძლებლობა,  გამოცდილი მენტორების დახმარებითა და  ბანკის დაფინანსებით განახორციელონ საკუთარი ინოვაციური პროექტები“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 00:31

    კოქტეილი - ახალი პროდუქტი მაგთისგან...

    მაგთი, ლოგოს და ციფრული არხების განახლების შემდეგ, დაანონსებულ ახალ პროდუქტს წარადგენს.  მაგთი მომხმარებელს ახალ, მეგობრულ პროდუქტს სთავაზობს. ის სხვადასხვა სერვისის: ხმოვანი, მოკლე ტექსტური შეტ...

  • 20:41

    ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია...

    ჟიურიმ ერთ თვიანი მუშაობის შედეგად ბიზნესდაჯილდოება 2020-ის ფინალისტები  გამოავლინა. თითოეულ ნომინაციაში 5 ფინალისტი შეირჩა,  ნომინაციების მიხედვით კი, ისინი ასე გადანაწილდნენ: საუკეთესო სტ...

  • 20:27

    „აჭარაბეთის“ მხარდაჭერით ProductTank Tbilisi-ს ღინ...

      „აჭარაბეთი“ განაგრძობს ინოვაციების და ტექნოლოგიების მხარდაჭერას და ამჯერად ProductTank Tbilisi-ს შეხვედრების სერიას წარმოგიდგენთ.  ProductTank არის ყოველთვიური ღონისძიებების სე...

  • 20:22

    თიბისი აკადემიაში რისკების მართვის მიმართულებით რე...

    თიბისი აკადემიაში, რისკების მართვის მიმართულებით ონლაინ რეგისტრაციის დასრულებამდე სამი დღე რჩება. საბანკო რისკებით დაინტერესებულ პირებს ონლაინ განაცხადის შევსება  30 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგ ბმუ...

  • 20:15

    კომპანია „აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხ...

    კომპანია „აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის წარდგენის შესახებ განაცხადა. „ინიციატივა“ - ეს არის სპეციალურად კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით...

  • 20:14

    თიბისი - მსოფლიოში საუკეთესო ბანკი სოციალური მედიი...

    თიბისი, საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემის - Global Finance-ის 21-ე დაჯილდოებაზე, მსოფლიოში 2020 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა კორპორატიული ციფრული ბანკების კატეგორიაში - სოციალური მედიის, მა...

  • 20:05

    ინფიცირების რისკების შემცირების მიზნით Europcar კო...

      ინფიცირების რისკების შემცირების მიზნით, „თეგეტა“ ჰოლდინგის შვილობილი კომპანია „Europcar“ კომპანიებს სთავაზობს თანამშრომელთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის სატრანსპორტო მომსა...