რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რ...
ევროპარლამენტარის მოწოდება პუტინის რუსეთს – მარინა კალიურანდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ფიქრობს, რომ “რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვა...
|
დღეს, ლიბერთი ბანკსა და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ თანამშრომლობის მიზანია კოორდინირებული საქმიანობით, თხილის მწარმოებელ ფერმერთა ხელშეწყობა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ჩამოყალიბება.
„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასა და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში, ქართველი მეთხილე ფერმერებისათვის იქმნება ახალი შესაძლებლობები. აგრო ბარათის საშუალებით ფერმერები შეძლებენ წლის განმავლობაში ნებისმიერ ეტაპზე იქონიონ ფინანსურ რესურსებზე წვდომა შეღავათიანი პირობებით, შეიძინონ საბრუნავი საშუალებები და დააფინანსონ საოპერაციო ხარჯები აგროტექნიკური ვადების სრული დაცვით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსავლის რაოდენობასა და ხარისხს, შეამცირებს რისკებს და დანაკარგებს. ასოციაციის მიზანს წარმოადგენს ახალი ბაღების გაშენებით და უკვე არსებული თხილის ბაღების მოდერნიზაციის საშუალებით გავაორმაგოთ ექსპორტირებული თხილის მოცულობა (100 000 ტონაზე მეტი) და მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ ხარისხი, რაც ყოველწლიურად დამატებით 1 მლრდ ლარის შემოსავალს მოუტანს ქართველ ფერმერებს და ქვეყნის ეკონომიკას.“ - გიორგი თოდუა, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორი.
"ლიბერთი განაგრძობს მცირე ბიზნესისა და აგრო სექტორის მხარდაჭერას, რაც ბანკის ახალი სტრატეგიის ერთერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. მეთხილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის წამყვანი სექტორია და თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან პარტნიორობა ჩვენთვის წინ გადადგმული ნაბიჯია აგრო სექტორის მომსახურების მიმართულებით. ამ პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ მზად ვართ 25 000-მდე ქართველ მეთხილე ფერმერს გავუმარტივოთ ფინანსურ რესურსებზე წვდომა და ერთი ფანჯრის პრინციპით, ძალიან მარტივად შევთავაზოთ სხვადასხვა საბანკო და სადაზღვევო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით. თავის მხრივ, იაფი ფინანსური რესურსი საშუალებას მისცემს მეთხილე ფერმერებს კიდევ უფრო გააფართოვონ თავისი საქმიანობა, ბიზნესი გახადონ რენტაბელური, დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები და ყველამ ერთად კი, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარებაში.’ - ირაკლი აბაშიძე, ლიბერთი ბანკის MSME მიმართულების დირექტორის მოადგილე.
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია შეიქმნა 2013 წელს. ამ დროისთვის აერთიანებს 25,000-მდე წევრს სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და კახეთის მაშტაბით, ფერმერები გაერთიანებულნი არიან 2600 სამუშაო ჯგუფში. ასოციაციის ძირითადი მიზანია საქართველოში თხილის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება, თხილის ხარისხის გაუმჯობესება და წარმოების გაზრდა. დღეის მდგომარეობით თხილის მწარმოებელ ფერმერებს ემსახურებიან ასოციაციის კვალიფიციური აგრონომები, რომლებიც სეზონის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში არიან ჩართულნი ფერმერების კონსულტირების პროცესში, აძლევენ მათ რეკომენდაციებს და აკვირდებიან მათ მიერ თხილის ბაღებში შესრულებულ სამუშაოებს. გარდა აგრონომის მომსახურებისა, ასოციაციის წევრები სარგებლობენ შეღავათებით სხვადასხვა სერვისების მისაღებად, მათ შორის: ნიადაგის გამოკვლევა, პესტიციდები, შესაწამლი ტექნიკით უზრუნველყოფა, მოსავლის გარჩევა/შრობა/შენახვა და ა.შ. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად 2020 წლის სეზონზე მიღებული მოსავლის მოცულობამ გადააჭარბა პროგნოზირებულ 50 000 ტონას, რითაც საქართველომ მსოფლიო ბაზარზე დაიბრუნა აზიური ფაროსანას ინვაზიამდე არსებული პოზიციები.
ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 570 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: [email protected]
ევროპარლამენტარის მოწოდება პუტინის რუსეთს – მარინა კალიურანდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ფიქრობს, რომ “რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვა...
ამერიკელი ტელეწამყვანი, ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლარი კინგის კარიერა 60 წელს ითვლის. აქედან 25 წლის განმავლობაში მას CNN-ზე საკუთარი გადაცემა მიჰყავდა და არაერთ ცნობილ ადამიანთან ჩ...
საპროტესტო აქციები, სლოგანით „თავისუფლება ნავალნის!“, რუსეთის ათობით ქალაქში მიმდინარეობს. ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, აეროპორტში 17 იანვ...
ევროპარლამენტარი ანდიუს კუბილიუსი საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის საქმეზე გამარჯვებას ულოცავს. ფორმულასთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ მთავარია, აიძულებენ თუ არა რუსეთში, სასამართლოს...
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციას ეხმაურება. „ლეიდი გაგას ვიდეოზე ბაიდენის ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნს რომ მღერის, ქართველები განიხილავენ, როგორ გასუქებულა. ითვლ...
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 11 მილიონ მიგრანტს მოქალაქეობის მიღების 8-წლიან გეგმას შესთავაზებს. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი წერს. პროგრამა შეეხება პირებს, რომ...
საქართველოს ნატოს წევრობა სურს და რუსეთი ამას ვერ შეაჩერებს, ეს მხოლოდ საქართველოს და ალიანსის მოკავშირეების გადასაწყვეტია - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა პარიზის საერთაშორისო უნივერსიტეტის ...
თებერვალი 2021 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები