0 7 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

”პრეზიდენტი რეგულარულად იკეთებს კორონავირუსის ტესტს"- პუტინი ერთი კვირის წინ შეხვდა ექიმს, რომელსაც დღეს, კორონავირუსი დაუდასტურდა

ერთი კვირის წინ, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, კომუნარკის  იმ საავადმყოფოში მივიდა, რომლის მთავარ ექიმსაც დღეს, კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც ფოტოებში ჩანს, პუტინმა ინფიცირებულ ექიმს ხელიც ჩამოართვა. 

ცნობილი ხდება, რომ  პრეზიდენტის პრესმდივანმა,  დიმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტებთან  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშორებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა:

 ”პრეზიდენტი  რეგულარულად  იკეთებს კორონავირუსის ტესტს.  ყველაფერი კარგად არის" -  ციტირებს "რია ნოვოსტისთან " პესკოვი.

აღსანიშნავია, რომ კომუნარკის საავადმყოფოში, პროცენკოს ინფექციის გამო, შეიძლება დაწესდეს უსაფრთხოების დამატებითი ზომები.

ამჟამად, რუსეთში კორონავირუსის მქონე პაციენტთა საერთო რაოდენობა ქვეყნის 73 რეგიონში 2,337 ადამიანია. ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 500 ახალი შემთხვევაა რეგისტრირებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები