1 1 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი კაპანაძე: "აფინანსებდა თუ არა, ოლიგარქის ოჯახი ან გარემოცვა სარეკლამო კომპანია პანდას? არის თუ არა, ოლიგარქის შვილი დაკავშირებული საქართველოს, ევროპისა და ამერიკის საწინააღმდეგო პროპაგანდასთან?"

ინტერნეტ მედია ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს:

"ფეისბუქისა და ატლანტიკური საბჭოს გამოძიებით დადგინდა რომ:

1. სარეკლამო კომპანია პანდა აღვივებდა შუღლს საქართველოს მოქალაქეებს შორის.
2. ავრცელებდა ათასგვარ სისაძაგლეს ოპოზიციას მიმართ და ხელისუფლებისათვის მიუღებელ პირებზე.
3. თესავდა ანტიამერიკულ განწყობებს.
4. საზოგადოებაში აღვივებდა ანტიევროპულ ნარატივს.
5. მხარს უჭერდა პრორუსულ პოლიტიკას.
6. საქართველოს აბრალებდა ომის დაწყებას.
7. მხარს უჭერდა ქართულ ოცნებას.
8. შეგნებულად ავრცელებდა დეზინფორმაციას.
9. ცდილობდა ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსის კორექტირებას.
10. ცდილობდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასუსტებას.
ყოველივე ამაში პანდა ხარჯავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს, რომელმაც გამოძიების მიხედვით 316 ათასი ამერიკული დოლარი, თითქმის მილიონი ლარი შეადგინა.

ვინ დგას სარეკლამო კომპანია პანდას უკან?

პანდას დამფუძნებლები: ნიკოლოზ მეცხვარიშვილი, ნიკა ქოჩიაშვილი და როლანდი ბარათაშვილი ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის გარემოცვის წევრები არიან.

აფინანსებდა თუ არა, ოლიგარქის ოჯახი ან გარემოცვა სარეკლამო კომპანია პანდას?
არის თუ არა, ოლიგარქის შვილი დაკავშირებული საქართველოს, ევროპისა და ამერიკის საწინააღმდეგო პროპაგანდასთან?

შეიძლება რეჟიმზე ფილტვებით მიერთებულმა რომელიღაც ქოცმა გვითხრას რომ ყოველივე ეს ტყუილია.

რომ ბ. ბიძინა და ბერა ანტიამერიკული და ანტიევროპული პროპაგანდის დაფინანსებაში, ასევე შუღლის გაღვივებაში არ მონაწილეობდნენ.

რომ ფეისბუქმა და ატლანტიკურმა საბჭომ (ციფრული კრიმინალისტიკის მაღალი დონის სპეციალისტებმა) იცრუეს და ქართულ ოცნებას ცილი დასწამეს.

და თუ ასეა, მოდით შევამოწმოთ - არიან თუ არა, ბიძინა და ბერა ივანიშვილები ან მათთან დაკავშირებული პირები ჩართულნი ანტიდასავლურ პროპაგანდაში...

ხოლო რომ შევამოწმოთ, უნდა დაიწყოს გამოძიება...

შესაბამისად:

1. აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება.

2. ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაიკითხონ სარეკლამო კომპანია პანდას დამფუძნებლები და მათ მიერ შექმნილი ტროლების ქარხნის წევრები.
3. დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი და გაირკვეს: ჰქონდა თუ არა, მას კავშირი პანდასთან, რომელიც ფეისბუქის მიერ მხილებულია პრორუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდაში.
4. დაიკითხოს ბერა ივანიშვილი და გაირკვეს: ჰქონდა თუ არა, მას კავშირი პანდასთან, რომელიც ფეისბუქის მიერ მხილებულია პრორუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდაში.
5. დაიკითხოს ქართული ოცნების პროპაგანდისტულ მანქანასთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი, რადგან ფეისბუქისა და ატლანტიკური საბჭოს გამოძიებით, 400-ზე მეტი წაშლილი ანგარიში დაკავშირებული იყო მმართველ პარტიასთან...

წინააღმდეგ შემთხვევაში:

1. პროდასავლურმა ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართონ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს ტროლების ქარხანასთან დაკავშირებული პირების მათ სივრცეში გადაადგილების შეზღუდვის შესახებ.

2. ვინაიდან დღეს ივანიშვილი წყვეტს გამოძიების დაწყებასა და მის შედეგებს, დაორგანიზდეს 24 საათიანი აქციები მის რეზიდენციებთან...

3. ამავე დროს, მომზადდეს იურიდიული დოკუმენტი ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის შესახებ, სადაც აღწერილი იქნება ტროლების ფაბრიკასთან მათი კავშირები და ამ კავშირების გამო მიღებული ნეგატიური შედეგი, როგორც საქართველოსათვის, ისე ევროპისა და ამერიკისათვის, რომელსაც გადავცემთ ჩვენს ქვეყანაში აკრედიტირებულ ყველა საელჩოსა თუ დიპლომატიურ სამსახურს. ასევე გავუგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებს.

მოქმედების დროა.

#საქართველოსთვის"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...