2 2 : 1 4
 | 

მსოფლიო

თიბისი ბანკმა ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისთვის EBRD-ის ჯილდო მიიღო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისა და საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისათვის თიბისი ბანკი დააჯილდოვა. 
ღონისძიებაზე საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტების ავტორი 6 კომპანია გამოვლინდა, მათ შორის შპს „ლიდერფუდი“ და „შილდა ჰიდროელექტროსადგური“, რომლებსაც თიბისი ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ.კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამა - CEEP, EBRD-ის, ევროკავშირისა და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში, 2012 წლიდან 31-მა კომპანიამ და 29 000-ზე მეტმა ოჯახმა 42 მილიონ ევროზე მეტი ენერგოკრედიტი მიიღო ექვსი ადგილობრივი ბანკისგან.ღონისძიებაზე EBRD-ის მწვანე ეკონომიკის დაფინანსების ახალი პროგრამის - GEFF-ის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამის - CEEP-ის გაგრძელებაა.
 პროექტის ფარგლებში EBRD ენერგოეფექტურ პროექტებს დააფინანსებს.GEFF-ის ფარგელბში საქართველოსთვის გამოყოფილი იქნება 54 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი. EBRD-თან ერთად პროგრამის თანადამფინანსებლები არიან: მწვანე კლიმატის ფონდი - GCF და ავსტრიის ფინანსთა სამინისტრო. მწვანე კლიმატის ფონდი მსოფლიოს უმსხვილესი ფონდია, რომელიც ხელს უწყობს განვითარებადი ქვეყნების მიერ კლიმატის ცვლილებებზე რეაგირებას.ახალი პროექტი კორპორატიულ, მცირე და საშუალო ბიზნესებს შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივი ბანკებისგან მიიღონ სესხი მწვანე ეკონიმიკის განვითარებაში საკუთარი წვლილის შესატანად.სესხის მიღება შესაძლებელია ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებისთვის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისთვის და აღჭურვილობისათვის.

 მწვანე ტექნოლოგიების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე - https://ts.ebrdgeff.com/georgia-ge/ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - EBRD საქართველოში ინვესტირების წამყვანი ინსტიტუტია. საქართველოში ოპერირების დაწყებიდან, ბანკმა მოახდინა 3.5 მილიარდ ევროზე მეტი თანხის ინვესტირება 237 ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგოსექტორში. ბანკის ინვესტიციების 89% კერძო სექტორზე მოდის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:50

    5.4 მილიონ ფუნტად შეფასებულ სასახლე - პრინცი ჰარი ...

    პრინც ჰარის და მეგან მარკლი სულ მალე საცხოვრებლად შტატებში გადავლენ. წყვილი სავარაუდოდ, 5.4 მილიონ ფუნტად შეფასებულ სასახლეში იცხოვრებს. სასახლე, რომელიც მალიბუში მდებარეობს, პეტრა მეინორის სახე...

  • 13:57

    კანადაში მასშტაბურ ავტოკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვ...

    კანადაში მასშტაბური ავტოკატასტროფა მოხდა, 200- მდე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა,  დაიღუპა 2 ადამიანი, 69 კი დაშავდა. 2 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ინციდენტი მონრეალში მოხდა . ...

  • 16:56

    ელტონ ჯონმა კონცერტზე ხმა დაკარგა...

    ცნობილმა მომღერალმა ელტონ ჯონმა ახალ ზელანდიაში თავის კონცერტზე ხმა დაკარგა „ძალიან მინდოდა თქვენთვის საუკეთესო წარმოდგენა მომეწყო. ვმღეროდი და ვუკრავდი, სანამ ხმა უბრალოდ არ გამიქრა. ძალიან იმედგაცრ...

  • 16:36

    პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა...

    ლე­გენ­და­რული ბრა­ზი­ლი­ელი ფეხ­ბურ­თელის, პე­ლეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგომარება გაუარესდა, მას სი­ა­რუ­ლი აღარ შე­უძ­ლია და მძი­მე დეპ­რე­სიაშია.მსოფ­ლი­ოს სამ­გზის ჩემ­პი­ო­ნი, რო­მელ­საც ყვე­ლა დ...

  • 15:20

    ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისთვის სასჯელი გა...

    შვეიცარიაში ჰომოფობიის წინააღმდეგ  სასჯერლი გამკაცრდა,  ჩატარდა რეფერენდუმი, მოსახლეობამ ამ გზით მხარი დაუჭირა  ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციის  სასჯელის გამკაცრებას. საკანონმ...

  • 23:34

    ექიმი, რომელმაც კორონა ვირუსის შესახებ მსოფლიო პირ...

    ჩინელი ექიმი, ლი ვენლიანი, რომელიც საზოგადოებას კორონა ვირუსის შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში აფრთხილებდა კორონა ვირუსით გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.შეგახსენებთ, რომ ექიმმა სოცია...

  • 12:32

    23 წლის გოგონა, რომელიც პრინცესა დაიანას ასლია, Th...

    2020 წლის დეკემბერში პოპულარული სერიალის, The Crown-ის მეოთხე სეზონი გამოვა.  ლედი დის როლის შემსრულებელმა მსახიობმა დიდი ინტერსი გამოიწვია, როგორც ფოტოებიდან ჩანს, ის ძალიან ჰგავს პრინცესას. პრ...