0 0 : 4 7
 | 

მსოფლიო

თბილისის ზღვაში კანალიზაცია ჩაედინება - "ასეთი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება ძალიან მკაცრი იქნება"

თბილისის ზღვაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების უკანონო დაერთებასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და პრობლემის მოგვარება ვიცემერს დაავალა. კახა კალაძის თქმით, "პრობლემა ძალიან მძიმეა და ასეთი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება ძალიან მკაცრი იქნება."

თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა გაარკვიოს, მართლაც არის თუ არა თბილისის ზღვაზე საკანალიზაციო ქსელები დაერთებული და ასეთი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად იმოქმედონ.

"მინდა, მუნიციპალურ ინსპექციას დავავალო, თუ თქვენ ვიზუალურად არ გაქვთ საშუალება და ვერ ახერხებთ ნახოთ ეს ადგილები, შეიყვანეთ მძიმე ტექნიკა, რათა მოიძებნოს ეს ადგილები და დაერთებები. თუ აღმოაჩენთ ასეთ შემთხვევებს, იმოქმედეთ კანონის შესაბამისად,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, როგორც ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, "სასმელი წყალი, რომელიც თბილისის მოსახლეობას მიეწოდება, მუდმივად კონტროლდება, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სინჯებს მუდმივად იღებს და ლაბორატორიულად მოწმდება, ის სრულად აკმაყოფილებს სტანდარტს," - განმარტა ვიცემერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:03

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო...

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყდება. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.„ერთი კვირის წინ თურქული ძალები ...

  • 09:56

    31 დაღუპული, 15 დაკარგული და 186 დაშავებული - დამ...

    ტაიფუნი "ჰაგიბისის" შედეგად, იაპონიაში მსხვერპლი  31-მდე გაიზარდა,  დაკარგულია 15  და  დაშავებულია 186 ადამიანი.მდინარეების ადიდების გამო დატბორილია რამდენიმე ქალაქი, მოსახლეობა ელ...

  • 15:11

    ტერაქტი გერმნაიაში ...

    გერმანიაში ქალაქ ლინბურგში სატვირთომ ქუჩაში გაჩერებულ ავტომობილებს გადაუარა. ინციდენტის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.გერმანიის მთავრობამ ინცინდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.სატვირთო ავტომობილის მძღ...

  • 13:50

    ინდოეთში მაჰათმა განდის ფერფლი მოიპარეს...

    ინდოეთის ქალაქ რევაში მაჰათმა განდის ფერფლი მემორიალიდან მოიპარეს. აღნიშნული ფაქტი 2 ოქტომბერს, განდის 150-ე წლის იუბილეზე მოხდა. უცნობმა ადამიანებმა, რომლებიც სავარაუდოდ, ბოროტმოქმედები იყვ...

  • 22:36

    პუტინმა ერდოღანი ე.წ. ,,სტაკანჩიკის" ნაყინზე დაპ...

    თურქეთი რუსეთთან ერთობლივი სამხედრო წარმოებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ განცხადება რუსეთში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.მისივე თქმით, სამხედრო წარმოების სფერო...

  • 10:54

    ამერიკელი სენატორი რუსეთში არ შეუშვეს...

    სამწუხაროდ, რუსეთის ოფიციალური პირები დიპლომატიურ თამაშებს აგრძელებენ - ამის შესახებ განცხადებას მისი პრესსამსახური ავრცელებს. ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა განაცხადა, რომ მას რ...