მსოფლიო
მაღალმთიან დასახლებებში პენსია 240 ლარი იქნება
2018-10-11 15:03:54
მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში პენსია მომავალი წლის პირველი იანვრიდან 216 ლარის ნაცვლად 240 ლარი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
საქართველოში მაღალმთიანი სტატუსი 1 600-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს აქვს.
პენსიის ზრდა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით არის გათვალისწინებული.
დასახლებებში, რომლებიც მაღალმთიანი სტატუსით არ სარგებლობენ, პენსია 200 ლარამდე იზრდება.
კომენტარები