1 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"თვლიან, რომ ვიღაცა უფრო კარგად აკეთებს რაღაცას პარლამენტში და გააკეთოს, კი ბატონო" - კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნება" დატოვოს

 

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი კახა კა­ხიშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და­ტო­ვოს.

რო­გორც მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში გა­ნა­ცხა­და, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ის მმარ­თვე­ლი გუნ­დი­დან გავა, არც ერთ სხვა პარ­ტი­ას არ შე­უ­ერ­თდე­ბა.

კი­თხვა­ზე: რა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მისი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ წას­ვლის მი­ზე­ზი, კა­ხიშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რომ გუნდს გა­მო­ე­ყო­ფა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ და­ი­ნა­ხავს, რომ სხვა­დას­ხვა სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ხილ­ვებ­ში ვერ იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და მხო­ლოდ სხვი­სი გამ­ზა­დე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის მხარ­და­ჭე­რა ევა­ლე­ბა.

"ნამ­დვი­ლად სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ებ­ში გა­დახ­ტო­მებს არ ვა­პი­რებ, ეს გუნ­დი არის ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ბევრ ადა­მი­ანს ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ სა­ი­მი­სოდ, რომ პო­ლი­ტი­კურ სპე­კუ­ლა­ცი­ებს მივ­ყვე. ამ ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი არ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­რი­ცხოს, მაგ­რამ თუ გა­ვალ პარ­ტი­ი­დან, არ­სად არ წა­ვალ, არა­ნა­ირ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას არ შე­ვუ­ერ­თდე­ბი, მაგ­რამ ამა­ზე ჯერ არ მი­ფიქ­რია.

გა­ვალ თუ ვნა­ხავ, რომ ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყო, რა­საც მე არ­სე­ბი­თად არ ვე­თან­ხმე­ბი. ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ შე­იძ­ლე­ბა რომ და­ე­თან­ხმო, მაგ­რამ გან­ხილ­ვებ­ში უნდა იღებ­დე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თუ ვნა­ხავ, რომ გან­ხილ­ვებ­ში არ ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და უბ­რა­ლოდ ვი­ღა­ცას სურს, რომ უკვე მომ­ზა­დე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­ვუწ­კა­პუ­ნო და მხა­რი და­ვუ­ჭი­რო, ასეთ რა­ღა­ცას მე არ გა­ვა­კე­თებ, არც არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია და არც ახლა ვა­კე­თებ,- გა­ნა­ცხა­და კა­ხიშ­ვილ­მა.

ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, მას, რო­გორც მა­ჟო­რი­ტარს კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მის გა­კე­თე­ბა­ში ხელს ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი მან­ქა­ნა უშ­ლის. კა­ხიშ­ვილ­მა ერთ-ერთ ძი­რი­თად პრობ­ლე­მად ის და­ა­სა­ხე­ლა, რომ მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტა­ტებს აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ეფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ეძ­ლე­ვათ, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის პრო­ცესს აფერ­ხებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ხა­რისხს ზრდის.

"მე კი ვმუ­შა­ობ­დი პო­ლი­ტი­კურ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, მაგ­რამ ასე­თი პირ­და­პი­რი შე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კას­თან, რო­გო­რიც დღეს პარ­ლა­მენ­ტი­დან მაქვს, არ მქო­ნია და სი­მარ­თლე გი­თხრათ, არც სურ­ვი­ლი არ მქო­ნია, რომ ეს გა­მოც­დი­ლე­ბა მი­მე­ღო. ახლა უფრო მე­ტად ვნა­ხე, რამ­დე­ნად ბინ­ძუ­რია ეს პო­ლი­ტი­კა და ნეტა, თა­ვის დრო­ზე მეთ­ქვა უარი და არ შევ­სუ­ლი­ყა­ვი პარ­ლა­მენ­ტში და გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მუ­შა­ო­ბა.

მე არ ვარ ლი­დე­რი, ლი­დე­რე­ბი სხვე­ბი არი­ან, მე რი­გი­თი დე­პუ­ტა­ტი ვარ. არა­ვინ არ მებ­რძვის, მაგ­რამ, ამავდრო­უ­ლად, თვლი­ან, რომ ვი­ღა­ცა უფრო კარ­გად აკე­თებს რა­ღა­ცას პარ­ლა­მენ­ტში და გა­ა­კე­თოს, კი ბა­ტო­ნო, ჩემ­თვის მთა­ვა­რი ის კი არ არის, კა­ხიშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდე­ბა თუ არ გა­მოჩ­ნდე­ბა, ჩემ­თვის მთა­ვა­რი ის არის, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბა, რომ­ლის წევ­რიც მე ვარ და რომ­ლის სა­ხელ­საც მე ვა­ტა­რებ, არ მინ­და გა­ი­ლან­ძღოს. რა­ღაც სა­კი­თხებს მე ვერ ვა­კე­თებ, იმი­ტომ, რომ ბი­უ­რო­რა­ტი­უ­ლი მან­ქა­ნა მიშ­ლის ხელს. არ მუ­შა­ობს კარ­გად მე­ქა­ნიზ­მი. რო­დე­საც მე ავი­ღე პა­სუ­ხის­მგბე­ლო­ბა, რომ მე ვიქ­ნე­ბი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა შუ­ა­მა­ვა­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო­სა და აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის, მე ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვა­ტა­რებ და ვე­რა­ვის მივ­ცემ სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მე გა­მა­ნუ­ლოს და ეს სი­ტყვა, რო­მე­ლიც მე ნათ­ქვა­მი მქონ­და, ვერ შე­ვას­რუ­ლო. ამი­ტომ, თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, უფრო მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბებ­საც გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ცოტა ვი­ღაც-ვი­ღა­ცებ­მა ყური შე­ი­ბერ­ტყონ და დრო­უ­ლად მო­ახ­დნონ რე­ა­გი­რე­ბა.

აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან, მე უნდა ვი­ცო­დე, ჯან­დაც­ვის სა­კი­თხებ­ზე თუ იქ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას პრობ­ლე­მა, ვის უნდა და­ვურ­ე­კო და იუს­ტი­ცი­ის სა­კი­თხებ­ზე, ვის უნდა და­ვურ­ე­კო და ამ ადა­მი­ა­ნებს უნდა ჰქონ­დეთ და­ვა­ლე­ბა, რომ მა­ჟო­რი­ტა­რებ­თან იმუ­შა­ონ დრო­უ­ლად, იმი­ტომ, რომ ზოგ­ჯერ იმ­დენ მად­ლო­ბას ვუხ­დი, თით­ქოს ჩემი სა­სი­ცო­ცხლო საქ­მე გა­და­მი­წყვი­ტა, არა­და სა­მად­ლო­ბე­ლო არა­ფე­რი არ არის, ეს არის იგი­ვე იმის სამ­სა­ხუ­რი, რო­გორც ჩემი სამ­სა­ხუ­რი.

მე არ ვფიქ­რობ, რომ დღეს მე ჩუ­მად რომ ვიყო, ხალ­ხის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა უფრო მე­ტად გა­ი­ზარ­დოს და სა­ბო­ლო­ოდ, ეს ხალ­ხი გა­გი­ჟე­ბუ­ლი მოვა და ყვე­ლას გვიფ­რენს, ეს არის გა­მო­სა­ვა­ლი. მე მომ­ხრე ვარ, დღეს ვთქვა, რაც გვა­წუ­ხებს და იქ­ნებ გა­მოვ­ფხიზ­ლდეთ და უფრო მეტი გა­ვა­კე­თოთ, ვიდ­რე კეთ­დე­ბა, ვიდ­რე ჩუ­მად ვის­ხდეთ, ერ­თმა­ნეთს "სმა­ი­ლი­კე­ბი" ვუგ­ზავ­ნოთ, რა მაგ­რე­ბი ვარ­თო და ამა­სო­ბა­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბამ იმა­ტოს", - გა­ნა­ცხა­და კა­ხიშ­ვილ­მა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები