1 4 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კობახიძე გახდება “ოცნების” მესაფლავე, გახარია კი, პირველ რიგში “ოცნების” სატკივარი იქნება: დავით ჭიჭინაძე

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებები იგეგმება, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეცვლის და პარტიას ჩაიბარებს, პარტია “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე ეხმიანება.

მისი განცხადებით, “წარმოუდგენელია ღარიბაშვილმა კობახიძის უფროსობა გადაიტანოს, ან კალაძეს ძველი ამბები აპატიოს”. დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ “სწორედ კობახიძე გახდება “ოცნების” მესაფლავე, გახარია კი, პირველ რიგში “ოცნების” სატკივარი იქნება”.


“ივანიშვილი თუ არ ჩაერია ღიად, “ოცნებას” ძალიან გაუჭირდება, მით უმეტეს, გახარიას გამოჩენის პირობებში. ამიტომ ვამბობდი ყოველთვის, სწორედ კობახიძე გახდება “ოცნების” მესაფლავე, გახარია კი, პირველ რიგში “ოცნების” სატკივარი იქნება, მაგრამ გახარიას აუცილებლად მოუწევს პასუხების გაცემა ძალიან ბევრ კითხვაზე და შეცდომებზე. დღეს რასაც ქვეყანაში ვიმკით, სწორედ გახარიას და “სამი მუშკეტერის” აბსოლუტური არაკომპეტენტურობის, ეკონომიკის, ქვეყნის მართვის არცოდნაა, რასაც ქალაქში ვიმკით – კალაძის. პანდემიის მიზეზით ქვეყნის ჩაკეტვა ქვეყნის მართვა არ არის, არც ადამიანების ცხოვრების დონის განსაზღვრა შეიძლება მარტო ციფრებით, ხალხს შია”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები