2 0 : 4 4
 | 

პოლიტიკა

“სუს-ი აქტიურად ერევა წინასაარჩევნო კამპანიაში და ახდენს ზეწოლანს ჩემზე და ჩემი ოლქის წევრებზე,”-ლანა გალდავა

 

"ლელოს"  ისნის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატმა ლანა გალდავამ წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და წინასაარჩევნო ზეწოლაში სუს-ის აქტიურ ჩარევაზე ისაუბრა. 

მისი  განცხადებით, ისნის ოლქში, მის საარჩევნო კამპანიაში, ძალოვანი სტრუქტურების  მხრიდან, ხელშემშლელმა ფაქტებმა გახშირებული სახე მიიღო.

“გუშინ  მეტრომშენის დასახლებაში მე და ჩემი ოფისის წევრებს ხელი შეგვიშალეს წინასაარჩევნო პროცესში. კერძოდ, ჩემს მხარდამჭერებს საოლქო კომისიაში, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა საარჩევნო პლაკატების გაკვრისას მოსთხოვეს პერსონალური მონაცემები. დააშინეს ისინი, რომ ამ მონაცემებით მათი იდენტიფიცირება მოხდებოდა და მათზე ზეწოლას განახორციელებდნენ.

გამოიძახეს სამი ეკიპაჟი, რის შემდეგაც პირადად მივედი და დავაფიქსირე არა მხოლოდ პატრულ-ინსპექტორები, არამედ პირები დაბურულ შუშებიანი მანქანებით, რომლებიც შემდეგ ლოკაციაზე გამომყვნენ. ერთ-ერთს  ხელკეტიც კი ჰქონდა მანქანაში. ეს არის პირდაპირი ზეწოლა ჩემზე და ჩემს თანამშრომლებზე.

ყველა ეს პირი იდენტიფიცირებულია, ისინი იყვნენ გამგეობის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები და მეტრომშენის ზონის კოორდინატორი “ქართული ოცნებიდან”. გარდა ამისა, ქუჩის კლასტერი, რომლებიც, ე.წ ავტორიტეტით სარგებლობენ თავიანთ უბანში და ისინი ამას იყენებენ ამომრჩეველზე ზემოქმედებისთვის,” - აცხადებს გალდავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები