1 2 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვანო მერაბიშვილს პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხზე უარი ეთქვა - უდოს კომისიის გადაწყვეტილება

ყოფილი პრემიერის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხზე „უდოს“ კომისიაში განხილვა დასრულდა.საბოლოო გადაწყვეტილება ადგილობრივმა საბჭომ მიიღო. ვანო მერაბიშვილს პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხზე უარი ეთქვა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის საკითხი კომისიამ 11 აპრილს განიხილა და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მსჯავრდებულს უკვე ეცნობა.

თავად, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი პრაიმტაიმთან საუბარში აცხადებს, რომ მას აღნიშნული  გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. 

შეგახსენებთ, „უდოს“ კომისიას ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის ხელახლა განხილვა 25 თებერვალს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა იუსტიციის სამინისტროს აპრილის თვის ბოლოს ეწურებოდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები