0 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"ჩემი ცხოვრება ორად გაიყო-შენთან ერთად და შენ შემდეგ ,დედიკო.... და ახლა ჩვენ ველოდებით ნიას გამოგზავნილ სასწაულებს და თავისი ოცნების ახდენას,მას ძმები ეყოლება უფლის მადლით"

6 წლის ნიას დედა, ქეთი ცირეკიძე სოციალურ ქსელში წერს: 

"ჩემი ცხოვრება ორად გაიყო-შენთან ერთად და შენ შემდეგ ,დედიკო.

პატარა ამბავს მოგიყვებით...
ნია რომ მოევლინა ქვეყანას,თითქოს არაფერი მომხდარა არაჩვეულებრივი,თუმცა მან მაგრძნობინა რა არის დედაშვილობა,ან უფრო მეტი...
ოცნებად ქონდა ძმა ყოლოდა,მაგრამ ვერ ავუსრულე,უფალმა არ მომანიჭა ეს ბედნიერება ისევ,მიუხედავად დიდი სურვილისა,მან უკეთ იცის როდის რა არის საჭირო მოკვდავთათვის...არასოდეს მითქვამს უფლის საყვედური და აუგო,არც გონებაში გამივლია...ნიას შემდეგ რა დღეები მითენდება და მიღამდება ,იცით ნაწილობრივ მაინც...ნიასთან რომ დავდიოდი,ვემუდარებოდი,დე წამიყვანე შენთან ან ვინმე გამომიგზავნე,ვინც აზრს მისცემს ცხოვრებას-თქო...4 თვის წინ გავიგე რომ ჩემში ახალი სიცოცხლეა,დავბენი,რთული იყო ამის გაცნობიერებაც და დაჯერებაც და როცა ექიმთან წავედი დასზუსტებლად და მითხრა რომ ტყუპებს ველოდები,ერთადერთი რაც მახსოვს არის რომ უზაროდ ვტიროდი და ვიმეორებდი-ნია,დე.
და ახლა ჩვენ:მე ,ანანო ,ნია და ვახო ველოდებით ნიას გამოგზავნილ სასწაულებს და თავისი ოცნების ახდენას,მას ძმები ეყოლება უფლის მადლით.
არანაირი გენეტიკური ხაზი არ გვაქვს ტყუპების...
ვიცი რომ ჩემს და ნიას გულშემატკივრებს ,ვინც ჯერ არ იცით ეს ამბავი,გაგიხარდებათ.
მადლობა..."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები