1 9 : 2 1
 | 

სოც. მედია

“სვეტი” მამაშენმა ჟვანიასთან ერთად წამოკოტრიალდა პარლამენტის კიბეებზე…“-ნათელაშვილი კობახიძეს

ირაკლი, შენი აზრით, ალბათ სვეტი ოპოზიციონერი იყო მამაშენიც. სწორედ ამ სვეტობას მოჰყვა გადატრიალება, ომი – ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას.

„მამაშენმა 1991 წლის ცხელი ივლის-აგვისტო გაატარა ზურაბ ჟვანიასთან ერთად წამოკოტრიალებულმა საქართველოს წარმომადგენლობის კიბეებთან მოსკოვში მოთხოვნით – გადადგეს დიქტატორი გამსახურდია.

სწორედ ამ სვეტობას მოჰყვა გადატრიალება, სამოქალაქო ომი, აფხაზეთ-ცხინვალის დაკარგვა, ათეულ ათასობით მოკლული ადამიანის სისხლი, რომლითაც მერე შენ გაგზარდეს ტორტებით და სვეტურად.

ჩვენ, შენი აზრით გოიმები რას შევეჯიბრებით იმ სვეტობას“

ცნობისთვის: ირაკლი კობახიძის მამა, გიორგი კობახიძე საქართველოში ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო.

შეგახსენებთ, გუშინ მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ„ასეთი მარგინალური და გოიმური ოპოზიციური სპექტრი მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები