სტატია
  1. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  2. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
  3. თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
  4. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
  5. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
  6. „თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  7. თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
  8. თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
Global Tech Weekend Tbilisi 2025 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2025 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება თიბისის მხარდაჭერით გაიმართა

20 ივნისიდან, თბილისმა რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას უპასპინძლა. იდეებისა და ინოვაციების ვიქენდზე, საქართველოს დედაქალაქში თავი ქართველმა და უცხოელმა წამყვანმა ტექ პროფესიონალებმა მოიყარეს.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი კონფერენცია სახელწოდებით - “Shaping the New Era” 21 ივნისს, Radio City | District 4-ში ჩატარდა და 3000-ზე მეტი სტუმარი, 100-ზე მეტი პარტნიორი კომპანია და 80 სპიკერი გააერთიანა.

“ასეთი კონფერენციები საქართველოსთვის და მთლიანად, რეგიონისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობების მომცემია, რადგან, უპირველესად, საშუალებას იძლევა, რომ საინტერესო ადამიანებმა ერთმანეთი გაიცნონ და გააჩინონ შესაძლებლობები როგორც ქვეყნისთვის, ასევე, ბიზნესებისთვის.

ქვეყანაში და რეგიონში თიბისის როლიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ასეთ პლატფორმებს მხარი დავუჭიროთ, გვერდში დავუდგეთ და განვავითაროთ, რადგან ტექნოლოგიური დღის წესრიგი ახლა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია” - ამბობს ნიკა ქურდიანი, “თიბისი უზბეკეთის” გენერალური დირექტორი, რომელიც 21 ივნისს, GTWT-ს ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო და აუდიტორიას გაუზიარა გამოცდილება, თუ როგორ იქმნება ციფრული ბანკი საქართველოში, გადის ახალ ბაზარზე უზბეკეთში და 5 წელიწადში აღწევს 20 მილიონამდე მომხმარებელს.

Global Tech Weekend 2025-ის სამი დღე მინი სესიებს, შთამაგონებელ გამოსვლებს, ვორქშოფებს, meet & greet-ებსა და სხვა მრავალ აქტივობას აერთიანებდა, რომლებიც ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის და არამხოლოდ, დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-მა მომავლის, ინოვაციებისა და პროგრესის იმპულსები ერთ სივრცეში გააერთიანა. თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექ კომპანიისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური ეკოსისტემების განვითარება, ტექ კომუნების გაძლიერება და მხარდაჭერა. ქვეყანაში საერთაშორისო პრაქტიკების და გამოცდილებების შემოტანა და ასევე, საკუთარი ცოდნის გლობალური აუდიტორიისთვის გაზიარება.