2 1 : 4 1
 | 

სოც. მედია

"ბატონო ბიძინა, საპრეზიდენტო არჩევნების ორ რაუნდს შორის, თქვენ ტელევიზორით მიმართეთ მოსახლეობას და თხოვდით მათ, თქვენი კანდიდატისთვის მიეცათ ხმა. მითხარით, რა შეცვალეთ ამ ერთი წლის განმავლობაში უკეთესობისკენ?"

"თქვენ მართავთ ამ ქვეყანას უკვე 7 წელია, გთხოვთ ამიხსენით, თუ რატომ არ გვაქვს ამდენი ხნის განმავლობაში გაწერილი სტრატეგიული განვითარების გეგმა?" - ამის შესახებ ბიზნესმენი ფადი ასლი სოციალურ ქსელში წერს:

"კითხვები ბატონ ბიძინა ივანიშვილს:

ბატონო ბიძინა, 29 ოქტომბრის თქვენს წერილში თქვენ აღნიშნეთ , რომ

"ვინაიდან სახელმწიფოს, ამჟამად, არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია – მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს".

ჩემი კითხვა თქვენთან არის შემდეგი:

თქვენ მართავთ ამ ქვეყანას უკვე 7 წელია, გთხოვთ ამიხსენით, თუ რატომ არ გვაქვს ამდენი ხნის განმავლობაში გაწერილი სტრატეგიული განვითარების გეგმა?

რატომ არის ამ შვიდი წლის შემდეგ ბიზნესი ინერტული?

რატომ არ აქვს შვიდი წლის შემდეგ სახელმწიფოს საკმარისი ბიუჯეტი წყალტუბოს აღორძინებისთვის?

შვიდი წლის შემდეგ რატომ არ არიან ქვეყანაში თითქმის არცერთი უცხოელი ინვესტორი?

რატომ არის შვიდი წლის შემდეგ უცხოური პირდაპირი ინვესტიციები იგივე, რაც იყო 2005 წელს?

ბატონო ბიძინა, ამ შვიდი წლის განმავლობაში თქვენ საინვესტიციო კლიმატი მუხლებზე დააყენეთ, თქვენ სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები უარით ისტუმრებენ საქართველოთი დაინტერესებულ ინვესტორებს საზღვარზე, თქვენი სასამართლოები უცხოელ ინვესტორებს არასამართლიანად ექცევიან და თქვენი მთავრობა კი უუნარო აღმოჩნდა დაეხმაროს იმ ინვესტორებს, რომლებსაც პრობლემების მოგვარება სურთ.

ეს ქვეყნა გადააქციეთ თქვენი და თქვენი უცნობი პარტნიორების სანადირო ველად.

თქვენ გააღატაკეთ ქართველი მოსახლეობა და ჩვენი GDP დოლარში 2019 წლის ბოლოს იმაზე დაბალი იქნება ვიდრე 2012-ში, როდესაც თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში.

და ეხლა არსაიდან გსურთ, რომ გახდეთ შავ ცხენზე ამხედრებული ზორო და გადაარჩინოთ იმერეთი იმ სიღარიბეს, რომლის არსებობაშიც თქვენმა მთავრობა ითამაშა დიდი როლი და მათ მისცეთ სამსახურები, როდესაც 7 წლის განმავლობაში თქვენმა არაადეკვატურმა რეგულაციებმა სამსახურის გარეშე დატოვა ისინი?

ზუსტად ერთი წლის წინ, საპრეზიდენტო არჩევნების ორ რაუნდს შორის, თქვენ ტელევიზორით მიმართეთ მოსახლეობას და თხოვდით მათ, თქვენი კანდიდატისთვის მიეცათ ხმა, რათა მოგცემოდათ შესაძლებლობა, რომ ერთი წლის განმავლობაში ყველაფერი გამოგესწორებინათ.

ზოგიერთმა მიამიტმა ადამიანებმა დაგიჯერეს და თქვენი კანდიდატიც გახდა პრეზიდენტი, გთხოვთ მითხარით, რა შეცვალეთ ამ ერთი წლის განმავლობაში უკეთესობისკენ?

ჩვენ ეხლა უფრო უარესად ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ.

ეხლა კი გაშლილი ხელებით გვთავაზობთ, რომ გაყიდოთ წყალტუბოს საინვესტიციო პროექტი თქვენს მიერ დაწესებულ ფასად, წარმატებას გისურვებთ უპასუხისმგებლო ინვესტორის მოძიებაში, რომელიც თანახმა იქნებოდა ამაზე თქვენი შვიდწლიანი მმართველობის შემხედვარე, როდესაც ეხლა, ისე როგორც არასდროს, თქვენი ძალაუფლება ყველაზე მეტად დგას კითხვისნიშნის ქვეშ," - წერს ფადი ასლი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:59

    "ამ სურათზე სახეებით რომ ჩანან მამაჩემი და მისი ყო...

    „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:"ამ სურათზე სახეებით რომ ჩანან მამაჩემი და მისი ყოფილი თანაგუნდელია, არავის არ უთქვამს თავისით მივა...

  • 12:32

    „თბილისში 20 ლარს მაძლევენ, რუსთაველზე იდექი და იყ...

    რეჟისორი რობერტ სტურუა რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ცინიკური პოსტით მომიტინგეებს მიმართავს. მისი აზრით, მომიტინგეები 20 ლარის გამო რაიონებიდან მოდიან და აქციას მართავენ:„ - ...

  • 01:06

    ვინ არის ატენის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალი...

    ატენის ქუჩაზე მოკლულების ვინაობა ცნობილია, გარდაცვლილები არიან და-ძმა, თაკო და ლევან აბაშიძეები და დედა, ირინა გედევანიშვილი.ჯერჯერობით უცნობია მკვლელობის მოტივი და გამოძიება მიმდინარეობს.არსებული ინფ...

  • 00:34

    ძლივს მთელ საქოცეთს მოსწონს მონოლოგი.. ივანიშვილი...

    ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი გაბუნიას მონოლოგს სოციალურ ქსელში ეხმაურება:ძლივს მთელ საქოცეთს მოსწონს მონოლოგი. აჰა, მთავარიც კი ამბობს რომ ბიძინა უძლეველიაო:) მიუხედავად იმისა რომ გაბუ სწორია ე...

  • 23:42

    დღის ფოტო აქციიდან - აწი მხო­ლოდ "მე­ო­რედ მოს­ვლა...

    პარ­ლა­მენ­ტის წინ, აქციაზე გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს, სა­დაც ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე, ეკა ბე­სე­ლია, კახა კუ­კა­ვა, ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძე, შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი და ოპო­ზი­ცი­ის სხვა ლი­დე­რე­ბი არი­ან გა­და­ღ...

  • 23:48

    „ვისაც სჯერა, რომ ეს მაჟორიტარები თავისით გადმოდგნ...

    ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს:„ვისაც სჯერა, რომ ეს მაჟორიტარები თავისით გადმოდგნენ და დამოუკიდებლობანას თამაში დაიწყეს, გადით, გადაშენდით. თავისით არა კვახი! დავბერდი ქალი პოლიტიკური პ...

  • 14:14

    მარიამ კუკუნაშვილი: ათასობით თბილი და სიყვარულით ს...

    გადაცემა "ფარული კონვერტის" ეთერში გასვლის შემდეგ მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს:რა ფენომენია სითბოსა და სიყვარულის საჯაროდ გამოხატვის რომ გვრცხვენია? გუშინდელი ფარული კონვერტის შემდეგ გადამე...