0 9 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გაატარე ზაფხული საქართველოში - კამპანიაში, რომელიც ქართველებმა წამოიწყეს უამრავი ტურისტი ჩაერთო

Spend your summer in GEORGIA(გაატარე ზაფხული საქართველოში) - ფეისბუქში ჯგუფი შეიქმნა, სადაც  ტურისტები ერთმანეთს  საქართველოში დასვენებას მოუწოდებენ. კამპანია, ტურისტების მოსაზიდად საქართველოს მოქალაქეებმა წამოიწყეს. იდია მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთმა საქართველოს სანქციები დაუწესა და  8 ივლისიდან, რუსეთი საქართველოს მიმართულებით ავიამიმართულებებს აუქმებს.

აღსანიშნავია ისიც რომ, ქართველები უცხოელებს საკუთარ აგარაკებსა და სახლებში, რამდენიმე დღიან ან  კვირიან უფასო დასვენებას სთავაზობენ, სანაცვლოდ კი ითხოვენ, სოციალურ ქსელში დაწერონ, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. 

"ვუერთდები წამოწყებას თუ გყავთ უცხოელი მეგობრები, რომლებსაც საქართველოში ჩამოსვლა უნდათ და ვერ ახერხებენ უსახსრობის გამო, მზად ვარ 7დღით (1ივლისიდან 7ივლისამდე) სრულიად უსასყიდლოდ დავუთმო აპარტამენტი თბილისში (მდებარეობს მარჯანიშვილზე მეტროდან 1წუთის სავალზე)აპარტამენტში განთავსდება 4-5 ადამიანი. ჩემი მთავარი ორი პირობაა: სოციალურ ქსელში დაწეროს: "რუსეთი ოკუპანტია”🇬 და არ წაშალოს. შეუერთდეს წამოწყებას “spend your sumer in Georgia” და გაუზიარონ თავიანთ მეგობრებს ყველაფერი საქართველოს შესახებ,"-,"-წერენ სოციალურ ქსელში.

კამპანიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა უცხოელი ტურისტების  მხრიდან. ისინი ვინც უკვე იყვნენ საქართველოში, ფოტოებს და ვრცელ სტატუსებს წერენ.

"საქართველოში 2018 წლის სექტემბერში ვიყავი. საოცარი ქვეყანაა, თავისი საოცარი ბუნებით, ღვინითა და ხალხით. ჩემო მეგობრებო - საქართველოში ყოფნის დროს სახლში წასვლა არასდროს მოგინდებათ,"-წერს Norbert Alleaume.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები