0 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"ყველაზე მივარდნილი სოფლის მასწავლებელს უფრო მეტი პატრიოტიზმი, ერუდიცია, ღირსება, თავმდაბლობა გააჩნია,ვიდრე საქართველოს პრეზიდენტს"

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სალომე ზურაბივილის ინტერვიუს სოციალურ ქსელში ,  პოსტით ეხმაურება

"თვითმფრინავიდან გამოსვლისთანავე, გამთენიისას ვუყურე სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს.

ქვეყნის ყველაზე მივარდნილი სოფლის, ყოველდღიური პრობლემებისაგან გათანგულ და დაღდასმულ, უკიდურეს გაჭირვებაში და უიმედობით მცხოვრებ რიგით მასწავლებელს უფრო მეტი პატრიოტიზმი, ერუდიცია, ღირსება, თავმდაბლობა, ქველობა, ინტელექტი, მომავალი თაობებისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა, გემოვნება, უბრალოება და ა.შ. და ა.შ. გააჩნია ვიდრე საქართველოს პრეზიდენტს.

პარიზში კი არა ომსკის რომელიმე სოფელშია მგონი გაზრდილი.

დავწერდი რეზიუმესაც მაგის დამსმელზე, მაგრამ სიტყვები გამექცევა."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები