1 9 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

"როდესაც ფქვილის მწარმოებლებმა გააცნობიერეს, რომ ღარიბები შვილებს ტომრებისგან ტანსაცმელს უკერავდნენ, ხარისხი გააუმჯობესეს და ფერადი გახადეს.."

 

სოციალურ ქსელში, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, სულ უფრო მეტად იმატებს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ და ლუკმა-პურის მისაღებად დახმარებას ხან ქუჩაში, ხანაც ფეისბუქზე თხოულობენ. გასაკვირი ამაში არც არაფერია, რადგან აღარავინ უარყოფს მოსახლეობის რეალური შემოსავლის სტაგნაციას.  არ ვიცით, რამდენად შეიძლება დავაკავშიროთ ეს ყველაფერი იმასთან, რომ სწორედ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ჯგუფებში აქტიურად აზიარებენ 1930 წელს, ჟურნალ “Life”-ში გამოქვეყნებულ ფოტოს, სადაც ასახულია ამერიკაში, დიდი დეპრესიის პერიოდი, როდესაც  ფქვილის ტომრების მწარმოებლებმა შემაშფოთებელი ამბავი გაიგეს, კერძოდ კი, ქალაქში ისეთი გაჭირვება იყო, რომ  ბავშვები პრაქტიკულად შიშვლები იყვნენ, მშობლებს იმის საშუალებაც კი არ ჰქონდათ, რომ მათთვის ერთი ხელი სამოსი შეეძინათ და  ამიტომ, მოხერხებულმა ქალებმა გამოსავალი ფქვილის ტომრებისგან ტანსაცმლის კერვაში ნახეს. ამ ამბავმა მწარმოებლებს გული აუჩუყათ დ გადაწყვიტეს, ფქვილი ფერად ტომრებში დაეფასოებინათ და გაყიდვაში ისე ჩაეშვათ.

ფულის უქონლობის გამო, ქალებმა ამ ტომრებისგან  კაბების, თეთრეულის, პირსახოცების, ფარდების და ბევრი სხვა საჭირო სამოსის კერვა დაიწყეს.  ბავშვები სკოლაში ისეთი შარვლით დადიოდნენ, რომელსაც მაგალითად, კარტოფილის კომპანიის ლოგო შეიძლება ჰქონოდა, თუმცა დაცინვას ვერავინ გაბედავდა.

ძალიან მალე, მწარმოებლებმა შეიტყვეს მათი შეფუთვის გამოყენების ამ გზის შესახებ და კომპანიები ერთმანეთს კიდევ უფრო საინტერესო ნიმუშებით ეჯიბრებოდნენ. მაღაზიებში დაიწყო ბროშურების ნიმუშების გაყიდვა. გარდა ამისა, ზოგიერთმა მწარმოებელმა ტომრებზე  დიასახლისებისთვის ინსტრუქციებიც კი მიამაგრეს, თუ როგორ უნდა გაერეცხათ იგი საჭიროების შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ ამერკაში, 1929 წლიდან 1932 წლამდე სოფლის მეურნეობის შემოსავლები 70%-ით შემცირდა. ოქროს ფასი ძირეულად შეიცვალა დოლარის მიმართ. მილიონზე მეტი ადამიანი უკიდურეს გაჭირვებას განიცდიდა. დიდი ქალაქების გარეუბნებში ახალი, ღარიბული კვარტალები გაჩნდა. სწორედ ამ მოვლენას ამერიკის „დიდი დეპრესია” ეწოდა.

აღსანიშნავია, რომ  UNICEF-ის მონაცემებით, საქართველოში 16 წლამდე პირების 6.8%, დაახლოებით 53.4 ათასი ბავშვი, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. შეიძლება, ითქვას, რომ ბავშვები, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ, პრაქტიკულად შიმშილობენ. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში მცხოვრები ბავშვების 27.6%, 216.8 ათასი ბავშვი, ზოგად სიღარიბეში ცხოვრობს.

                                                                                                                              ავტორი: სუზი მკრტიჩიანი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:13

    დავით ღვინიანიძე უკრაინელ ლტოლვილებს სახლს დაუთმო...

    ცნობილია, რომ რუსეთ - უკრაინის ომს მომღერალი დღემდე აპროტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ ის მომღერლად და წარმატებულ ხელოვანად რუსეთში ჩამოყალიბა და რუსი ხალხისგან სიყვარულითაა დავალებული, რუსულ პოლიტიკ...

  • 22:25

    დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში რევაზ ლაღიძის იუბილ...

    დიდი ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე ასი წლის წინ, 1921 წლის 10 ივლისს, ქუთაისის სოფელ ბაღდათში დაიბადა. მისი დაბადებიდან 100 წლისთავს კი ბარიტონი დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში " დავით ღვინიანიძის ხ...

  • 15:47

    ლაშა ბექაური ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია...

    ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. პირველ წრეში ბექაური პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინ...

  • 20:32

    კახის წარდგენაზე ძალით ვერავის მიიყვანდი, იქ მთელი...

      „კახის წარდგენაზე ძალით ვერავის მიიყვანდი, იქ მთელი თბილისის ელიტა იყო. თბილისის ელიტას ვეძახი იმ ადამიანებს, რომელიც თბილისის მოსახლეობას უყვარს. რასაკვირველია, ყველას ყველა არ ეყვარება....

  • 09:02

    გარდაიცვალა მსახიობი მარინა ჯანაშია...

    71 წლის ასაკში მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობის ოჯახის წევრები ავრცელებენ. მარინა ჯანაშიამ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. რუსთა...

  • 14:36

    პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა...

    პოეტი ზურაბ რთველიაშვილი დღეს გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას პენცენტრი აქვეყნებს. „პოეტი და პერფორმერი, საქართველოს პენცენტრის წევრი, დადა-მეფე ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა. საქართველოს...

  • 11:43

    მერაბ ნინიძე BIFA-ს ნომინანტებს შორისაა...

    მსახიობი მერაბ ნინიძე ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების (BIFA) ნომინანტებს შორისაა. ქართველი მსახიობი ფილმ „კურიერში“, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის, საუკეთესო შესრულებისთ...