1 6 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

GIPA - უკეთესი დედამიწისთვის

29 ივნისს, „ორბეთი გრინ სფეისში“ (სოფ. ორბეთი), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), თიმბილდინგის ღონისძიებით, ჩაერთვება კამპანიაში „უკეთესი დედამიწისთვის“. აღნიშნულ კამპანიაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს მე-4 პრეზიდენტი, GIPA-ს რექტორი, მაკა იოსელიანი, და ასევე, ინსტიტუტის ადმინისტრაცია და სტუდენტები.

GIPA არაერთ გარემოსდაცვით აქტივობებში არის ჩართული, მათ შორის ხეების დარგვა და თემატურ კონფერენციებზე გამოსვლა. საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტის სტუდენტების ინიციატივით გრძელდება კამპანია „უკეთესი დედამიწისთვის“, რომელსაც თიმბილდინგის სახე მიეცემა და გაიმართება სოფელ ორბეთის ახალ, ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე გარემოში - „ორბეთი გრინ სფეისში“. მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, ხოლო ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართება დისკუსია გარემოსდაცვით საკითხებზე, რომელსაც წარუძღვებიან მთავარი სტუმრები - გიორგი მარგველაშვილი, თაკო როდონაია და სხვები.

„კამპანიაში „უკეთესი დედამიწისთვის“ ჩართვით, GIPA კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს გარემოს დაბინძურების პრობლემებს, მის შედეგად წარმოქმნილ საფრთხეებსა და სავარაუდო შედეგებს. მსგავსი კამპანიები მთელს მსოფლიოში არის გავრცელებული, კამპანიებში კი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტი, მათ შორის ჰარვარდი და იელი. GIPA იმედოვნებს, რომ ღონისძიებით კიდევ ერთხელ წამოჭრის საზოგადოებაში დისკუსიას და უბიძგებს შედეგისმომცემი ნაბიჯების გადადგმას.“ - აცხადებს ნესტან კოპალიანი, ღონისძიების ერთ-ერთორგანიზატორი.

ღონისძიების პარტნიორები არიან Radio GIPA, Presa.ge, Droni.ge, Itv.ge, Newposts.ge, რადიო თავისუფლება, Click Studio, Georgian Events, ორბეთი გრინ სფეისი, Supremo, TM Group, Giffer, Sano.ge, ჟუჟუნა ღვინო, ღვინის კომპანია მარნის, Beauty and the Box, Vake, Khilari და Loidl. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, მისი ადმინისტრაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტის სტუდენტები მადლობას მოახსენებენ მათ მხარდაჭერისთვის.

#საკონტაქტო ინფორმაცია

გიორგი შუბლაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტი, ორგანიზატორი, GIPA

Tel.: 555 369 797

E-mail: [email protected]

Web: www.gipa.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:53

    მხატვარ დავით მურაჩაშვილის ნახატები სპეციალურად ყვ...

    მხატვარმა დავით მურაჩაშვილმა გადაწყვიტა დედისა და ქალთა დღე, რომელსაც მთელი მსოფლიო მარტში აღნიშნავს, ქალბატონებს მიუძღვნას და შემოქმედებითი სიურპრიზით მიულოცოს. ანუ, ყველა მსურველი, ვინც 1, 2 ან ...

  • 12:46

    ბათუმის დრამატულმა თეატრმა თამარ მაყაშვილი რეპერტ...

    თამარ მაყაშვილის სკადანლი - ბათუმის დრამატულმა თეატრმა მსახიობი რეპერტუარიდან მოხსნა. ამის შესახებ თეატრის განცხადებაშია ნათქვამი:„ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატუ...

  • 21:13

    დავით ღვინიანიძე უკრაინელ ლტოლვილებს სახლს დაუთმო...

    ცნობილია, რომ რუსეთ - უკრაინის ომს მომღერალი დღემდე აპროტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ ის მომღერლად და წარმატებულ ხელოვანად რუსეთში ჩამოყალიბა და რუსი ხალხისგან სიყვარულითაა დავალებული, რუსულ პოლიტიკ...

  • 22:25

    დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში რევაზ ლაღიძის იუბილ...

    დიდი ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე ასი წლის წინ, 1921 წლის 10 ივლისს, ქუთაისის სოფელ ბაღდათში დაიბადა. მისი დაბადებიდან 100 წლისთავს კი ბარიტონი დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში " დავით ღვინიანიძის ხ...

  • 15:47

    ლაშა ბექაური ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია...

    ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. პირველ წრეში ბექაური პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინ...

  • 20:32

    კახის წარდგენაზე ძალით ვერავის მიიყვანდი, იქ მთელი...

      „კახის წარდგენაზე ძალით ვერავის მიიყვანდი, იქ მთელი თბილისის ელიტა იყო. თბილისის ელიტას ვეძახი იმ ადამიანებს, რომელიც თბილისის მოსახლეობას უყვარს. რასაკვირველია, ყველას ყველა არ ეყვარება....

  • 09:02

    გარდაიცვალა მსახიობი მარინა ჯანაშია...

    71 წლის ასაკში მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობის ოჯახის წევრები ავრცელებენ. მარინა ჯანაშიამ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. რუსთა...